კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების დარღვევის გამო ქვემო ქართლის რეგიონის მასშტაბით 8 ბაზარს გაფრთხილება მიეცა, რაც განმეორების შემთხვევაში საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს. კერძოდ, გაფრთხილება მიეცათ რუსთავში, გარდაბანში, ბოლნისსა და დმანისში არსებულ ბაზრებს. ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების სამსახურში აცხადებენ, განმეორების შემთხვევაში ბაზრებს საჯარიმო სანქცია დაეკისრებათ. კერძოდ, ფიზიკური პირის შემთხვევაში სანქცია 2000 ლარს ითვალისწინებს, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ბოლო სამი წლის განმავლობაში სარეზერვო ფონდიდან თანხა, მიმდინარე წელს პირველად, პანდემიის დროს დახარჯა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე განმარტავს სარეზერვო ფონდში აუთვისებელი თანხაა დარჩენილი, რასაც მუნიციპალიტეტი მეორე ტალღის შემთხვევაში გამოიყენებს.
"პანდემიის პერიოდში თანხების გადატანა სარეზერვო ფონდიდან მოხდა, 200 000 ლარი გადავიტანეთ. სპეციალური, ორგანიზაციული კოდი შეიქმნა ამ პანდემიასთან დაკავშირებით და იქ იყო ეს თანხა, მაგრამ მთლიანად არ...
წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა, რომელიც ოპოზრების ქუჩაზე მცხოვრებლებს აწუხებთ. ტალახი, მტვერი და სამშენებლო ნარჩენები ბათუმის გარეუბანში. კომპანია „ორბი“ საავტომობილო გზას აზიანებს,თუმცა პასუხისმგებლობას თავიდან ირიდებს. პასუხისმგებლობას გაურბის სახელმწიფოც. დღეს მერიაში, მუნიციპალურ ინპექციასა და გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტმენტში ერთი და იგივე პასუხი გაგვცეს: „საკითხი მათ კომპეტენციას აღემატება“. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
ტალახიანი გზა, წყლის გუბეები, მტვერი და ხმაური - ოპიზრების 69...
31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად, ხუთ მუნიციპალიტეტში – ხარაგაულში, თერჯოლაში, ქუთაისში, ონსა და კასპში, მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. კანდიდატების შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ხარაგაულში პარტია „ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანის ინფორმაციით, ხარაგაულში მათი პარტიიდან მერობის კანდიდატი ბესო ყრუაშვილი იქნება.
ბესო ყრუაშვილი 1975 წელს ხარაგაულში დაიბადა. დაამთავრა ზესტაფონის #4 საშუალო სკოლა, შემდეგ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიკრო და მაკრო ეკომონიკის ფაკულტეტი....
დღეს დილით ოკუპირებულ სოხუმში რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური ჯგუფი ჩავიდა. ინფორმიას მთავარი არხი ავრცელებს.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე: ოჩამჩირის, გალის, სოხუმის სამხედრო ბაზებში მყოფი რუსი სამხედროები არიან დაინფიცირებული. მათი უმეტესობა კრასნოდარში გადაიყვანეს. რამდენიმე მათგანის ჯანმრთელობის მდგომაროება მძიმეა.
დრანდის სამხედრო ჰოსპიტალშიც რუსი სამხედროები წვანან და ადგილები აღარ არის.
ოკუპირებული სოხუმის ცენტრში ერთი-ერთი სასტუმრო დროებით ჰოსპიტალად გადაკეთდა, სადაც სხვადასხვა სამხედრო ბაზებიდან კორონავირუსით ინფიცირებული 200-მდე რუსი სამხედრო...
ხელისუფლება წინასაარჩევნო გარემოს ძაბავს. ალბათ, იმის იმედზეა, რომ დამკვირვებლების ცოტა რაოდენობა ჩამოვა და ამით ხელ-ფეხი გაეხსნება წინასაარჩევნოდ ძალადობისთვის, - ამის შესახებ ვაკეში "ლელოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც ლევან კობერიძე აცხადებს, მსგავსი ფაქტები, რომელიც წინასაარჩევნო გარემოს ძაბავს, ხშირია და ამ ფაქტების შესახებ პარტიებმა შესაბამის სტრუქტურებს უნდა მიმართონ, რომლებმაც თავის მხრივ, მოკლე ვადაში...
წინა სტატია
სოფელ სალიბაურის მცხოვრებლებმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან გადაინაცვლეს, სადაც საპროტესტო აქციას მართავენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა ყოფილ ჩაის ფაბრიკის შენობაში საცხოვრებელი ფართები დაუკანონდეთ. აქციის მონაწილეების თქმით, რამდენიმე პირი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ჯაბა ფუტკარაძეს შეხვდება და მათ პრობლემას გააცნობს.
აქციის მონაწილეები მანამდე აქცია აჭარის მთავრობის სახლთან გამართეს და აჭარის მთავრობის სახლში შეჭრა სცადეს.
ქობულეთში, ყოფილი სტატისტიკის შენობაში შესახლებულები აქციას მართავენ. ისინი მერიის შენობაში შეიკრიბნენ და მირიან ქათამაძესთან, ზაალ მიქელაძესთან და ჯაბა ფუტკარაძესთან შეხვედრას ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ქობულეთის მერიას ახალ ინვესტორთან ჰქონდა მოლაპარაკება. მათ აინტერესებთ, ვინაა ახალი ინვესტორი და რა სახის მოლაპარაკება გაიმართა.
შესახლებულებმა ქობულეთის მერიაში განცხადებაც შეიტანეს, რომლითაც ისინი ითხოვენ აუხსნან თუ რა პირობით გასხვისდა სტატისტიკის ყოფილი...
გორში, ნადირაძის ქუჩაზე სკვერის მოსაწყობად მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
დასასვენებელი სივრცის მოწყობისთვის მუნიციპლური ბიუჯეტიდან 34 225 ლარია გათვალისწინებული.
პროექტის მიხედვით სკვერში განთავსდება 6 სკამი, 8 ლამპიონი, ფანჩატური, ორმაგი "აიწონადაიწონა", ორმაგი საქანელა და ატრაქციონი.
სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში უნდა დაასრულოს
თბილისის საქალაქო სასამართლომ "პატრიოტთა ალიანსი" ანტითურქული საარჩევნო რეკლამის გამო 2 000 ლარით დააჯარიმა. საჩივრით ცესკოს "სამართლიანმა არჩევნებმა" მიმართა.
ორგანიზაცია აღნიშნავდა, რომ პარტიის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული 9 რეკლამიდან 6 ანტითურქული იყო და მიზნად ისახავდა თურქეთის მიმართ მტრული განწყობების გაღვივებას. სასამართლოს გადაწყვეტილებას პატრიოტთა ალიანსი უსამართლოდ აფასებს.
ასევე ერთი თვის წინ პარტიის სახელით აჭარაში რამდენიმე ბანერი იყო გამოკრული გამოაკრა, სადაც აჭარა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების,...
„მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ უმაღლესმა საბჭომ კანონპროექტი მიიღო. დასამტკიცებლად კი საქართველოს პარლამენტში გადაიგზავნება. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ წულაძის თქმით, კანონპროექტი ხელს შეუწყობს მაჭახლის ხეობის ტერიტორიაზე ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და რეკრეაციული პოტენციალის სრულად ათვისებას.
რაც შეეხება "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებას, კანონპროექტის თანახმად, სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, ხელვაჩაურის მერიას, როგორც მაჭახლის...
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი მარნეულში. “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაურ დარგალის საარჩევნო შტაბთან (რუსთაველის 67) საკრებულოს კუთვნილი ავტომანქანაა დაფიქსირებული (სახელმწიფო ნომრით FFI-490), რომელიც საკრებულოს თავმჯდომარეზე, ამირან გიორგაძეზეა მიმაგრებული, – ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა “ნაციონალური მოძრაობის” შტაბის წევრმა, ლაშა ქველაძემ სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საქართველოს მედია-კლუბს” მიაწოდა.
ცნობისთვის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 48 მუხლის I პუნქტის “გ” ნაწილით, წინასაარჩევნო აგიტაციის და კამპანიის პერიოდში...
მარტვილის მუნიციპალიტეტის ონოღიის, დიდი ჭყონის და ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულებში საბავშვო ბაღების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამი საბავშვო ბაღი შენდება. თითოეული მათგანი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი.
მარტვილის მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაღების მშენებლობის ღირებულება 2 212 500 ლარს შეადგენს. პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოებს ამხანაგობა „თ.ბ. კაპიტალი, LIVE DEშIGN” ახორციელებს.
ახალი ბაღები ასევე აშენდება...
ბორჯომში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია მოასფალტდება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტის მიხედვით, 2987 კვადრატულ მეტრზე ასფალტის საფარი მოეწყობა.
მათივე ცნობით, გზის აღნიშნული მონაკვეთის მოასფალტებამდე, აგრარული ბაზრის მიმდებარედ არსებული სანიაღვრე სისტემა მოწესრიგდება.
მიმდინარე სამუშაოებს, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი და მერის წარმომადგენელი ბორჯომში ნანა ჭელიძე გაეცნენ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია-გეურარხში გარეგანათების მოწყობის სამუშაოების შესყიდვისათვის მარნეულის მერიამ 67 363 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
მარნეულის მერიამ აღნიშნული ტენდერი 16 სექტემბერს გამოაცხადა და მასში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 22-დან 30 სექტემბრამდე პერიოდში შეეძლებათ.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სოფელში სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში შეასრულის.
„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ქუთაისში, ოთარ კახიძემ, ქუთაისის მერობის კანდიდატ ამირან ძოწენიძესთან ერთად, ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ ბრიფინგი გამართა და ფეხბურთის ფედერაციას მოუწოდა, არ ააშენონ საფეხბურთო მოედნები პარლამენტის შენობის გვერდით.
ოთარ კახიძის თქმით, პარლამენტი უნდა დაბრუნდეს ქუთაისში და ეს ქალაქი კვლავ უნდა გახდეს ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი.
როგორც კახიძე აღნიშნავს, ხელისუფლება ამგვარი ნაბიჯებით ხელს უშლის ამ პერსპექტივას.
ოთარ კახიძე ხელისუფლებასა და ფეხბურთის ფედერაციას მოუწოდებს, სხვა ადგილას ააშენონ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































