გორში, ნადირაძის ქუჩაზე სკვერის მოსაწყობად მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
დასასვენებელი სივრცის მოწყობისთვის მუნიციპლური ბიუჯეტიდან 34 225 ლარია გათვალისწინებული.
პროექტის მიხედვით სკვერში განთავსდება 6 სკამი, 8 ლამპიონი, ფანჩატური, ორმაგი “აიწონადაიწონა“, ორმაგი საქანელა და ატრაქციონი.
სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში უნდა დაასრულოს