დღეს დილით ოკუპირებულ სოხუმში რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური ჯგუფი ჩავიდა. ინფორმიას მთავარი არხი ავრცელებს.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე: ოჩამჩირის, გალის, სოხუმის სამხედრო ბაზებში მყოფი რუსი სამხედროები არიან დაინფიცირებული. მათი უმეტესობა კრასნოდარში გადაიყვანეს. რამდენიმე მათგანის ჯანმრთელობის მდგომაროება მძიმეა.
დრანდის სამხედრო ჰოსპიტალშიც რუსი სამხედროები წვანან და ადგილები აღარ არის.
ოკუპირებული სოხუმის ცენტრში ერთი-ერთი სასტუმრო დროებით ჰოსპიტალად გადაკეთდა, სადაც სხვადასხვა სამხედრო ბაზებიდან კორონავირუსით ინფიცირებული 200-მდე რუსი სამხედრო გადაიყვანეს. სწორედ, ამიტომ, შესაძლოა, დღეს ქალაქი სოხუმი ჩაიკეტოს და გაგრის მიმართულებით გადაადგილება შეიზღუდოს.