ბორჯომში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია მოასფალტდება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტის მიხედვით, 2987 კვადრატულ მეტრზე ასფალტის საფარი მოეწყობა.
მათივე ცნობით, გზის აღნიშნული მონაკვეთის მოასფალტებამდე, აგრარული ბაზრის მიმდებარედ არსებული სანიაღვრე სისტემა მოწესრიგდება.
მიმდინარე სამუშაოებს, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი და მერის წარმომადგენელი ბორჯომში ნანა ჭელიძე გაეცნენ.