სოფელ სალიბაურის მცხოვრებლებმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან გადაინაცვლეს, სადაც საპროტესტო აქციას მართავენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა ყოფილ ჩაის ფაბრიკის შენობაში საცხოვრებელი ფართები დაუკანონდეთ. აქციის მონაწილეების თქმით, რამდენიმე პირი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ჯაბა ფუტკარაძეს შეხვდება და მათ პრობლემას გააცნობს.
აქციის მონაწილეები მანამდე აქცია აჭარის მთავრობის სახლთან გამართეს და აჭარის მთავრობის სახლში შეჭრა სცადეს.