წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა, რომელიც ოპოზრების ქუჩაზე მცხოვრებლებს აწუხებთ. ტალახი, მტვერი და სამშენებლო ნარჩენები ბათუმის გარეუბანში. კომპანია „ორბი“ საავტომობილო გზას აზიანებს,თუმცა პასუხისმგებლობას თავიდან ირიდებს. პასუხისმგებლობას გაურბის სახელმწიფოც. დღეს მერიაში, მუნიციპალურ ინპექციასა და გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტმენტში ერთი და იგივე პასუხი გაგვცეს: „საკითხი მათ კომპეტენციას აღემატება“. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
ტალახიანი გზა, წყლის გუბეები, მტვერი და ხმაური – ოპიზრების 69 ნომერში მცხოვრები ოჯახებისთვის ეს სურათი უკვე დიდი ხანია უცვლელი რეალობაა. სავალი ნაწილი განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა ამორტიზებული, რაც ამავე ქუჩაზე, კომპანია „ორბმა“ ქარხანა გახსნა. დღის განმავლობაში ამ გზაზე ათობით, ქვიშით და კარიერის გადამუშავებით მიღებული სხვა სამშენებლო მასალებით დატვირთული მანქანები დადიან, რაც გზას უფრო და უფრო აზიანებს.
მდგომარეობის გამოსწორებისთის რვა წელია იბრძვიან, თუმცა, ამაოდ. გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით, დღეს მორიგი აქცია გამართეს. მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად გზაც გადაკეტეს.
შექმნილ მდგომარეობას კომპანია “ორბი” სხვა რეალობით ხსნის. ამბობს, რომ ქუჩაზე თვითნებურად დასახლებულმა ოჯახებმა საცხოვრებლები არასწორად და მშენებლობისთვის შეუსაბამო ადგილზე ააგეს, რის გამოც, წვიმის დროს წყალი არხში ვერ გაედინება და გზა იტბორება. კომპანიამ, პოზიცია მხოლოდ ჩვენთან პირად საუბარში განმარტა.
ვის ეკისრება პასუხისმგებლობა შექმნილ მდგომარეობაზე, ჩვენ რამდენიმე უწყებას დავუკავშირდით. კითხვებით მივმართეთ როგორც ბათუმის მერიას, ისე მუნიციპალურ ინსპექციას და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. ყველა ერთხმად აცხადებდა, რომ ოპიზრების ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემა მათი კომპეტენცია არ არის.