მარტვილის მუნიციპალიტეტის ონოღიის, დიდი ჭყონის და ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულებში საბავშვო ბაღების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამი საბავშვო ბაღი შენდება. თითოეული მათგანი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი.
მარტვილის მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაღების მშენებლობის ღირებულება 2 212 500 ლარს შეადგენს. პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოებს ამხანაგობა „თ.ბ. კაპიტალი, LIVE DEშIGN” ახორციელებს.
ახალი ბაღები ასევე აშენდება ბანძის და დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულებში, თითოეული 100 აღსაზრდელზეა გათვლილი. სამუშაოებისათვის ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა.
გამოცხადებულია ტენდერი ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ლეციცხვაიეში, 30 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფიანსებით ხორციელდება.
2014 წლიდან დღემდე აშენდა ბალდის, ინჩხურის, სერგიეთის, პირველი ნამიკოლაოს, აბედათის საბავშვო ბაღები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 17 საბავშვო ბაღს.
ამ ეტაპზე ქალაქ მარტვილში №1 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 150 685 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.