საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, ხელისუფლება ჯერ ამ პროცესს მართავს. როგორც მან აღნიშნა, მთავარია, მოსახლეობამ სპეციალისტების მიერ გაცემული რეგულაციები დაიცვან. „სახელმწიფო თითოეულ ადამიანს, თითოეულ მოქალაქეს გვერდით უდგას იმიტომ, რომ სოფლად გლეხი გახდეს ძლიერი ფერმერი, გახდეს ისეთი ფერმერი, რომელიც შეძლებს ჯერ თავისი ოჯახის წევრები დაასაქმოს, შემდეგ მეზობელი და კიდევ და კიდევ უფრო გაამყაროს და გააძლიეროს ჩვენი...
საქართველოს საარჩევნო კოდექსით არჩევნების დანიშნვიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია ისეთი პროექტებისა და პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის, ანდა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში. წინასაარჩევნო პერიოდში უნდა განხორციელდეს მხოლოდ ის პროექტები და პროგრამები, რომლებიც არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე ასახულია შესაბამის ბიუჯეტში! დაიცავი კანონი! შექმენი თანაბრად ხელმისაწვდომი საარჩევნო გარემო!
წინა სტატია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი არიფ იუსუბოვი სამართალდამცველებს ჩაბარდა. ის ბოლნისის პოლიციაში ადვოკატთან და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერთან, დიმიტრი შაშკინთან ერთად მივიდა. როგორც იუსუფოვი აცხადებს, მისი დაკავებისთვის სასამართლოს განჩინება არსებობდა, თუმცა თავად ამის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც მასთან ბოლნისში ადვოკატი ჩავიდა. "ოპოზიციური პარტიის წევრი ვარ, ხალხი მხარს მიჭერს, ამიტომ მაკავებენ. სხვა რის გამო", - აცხადებს იუსუფოვი. მანამდე რამდენიმე საათით ადრე...
თბილისის მერმა, კახა კალაძემ ცხრა ექიმს, რომლებიც COVID-19-ს ებრძვიან, საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭა. ასევე, წოდება მიენიჭა მწერალ გურამ დოჩანაშვილს. კახა კალაძემ დააჯილდოვა: ამირან გამყრელიძე — დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი; პაატა იმნაძე — დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში; მარინა ენდელაძე — ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ბოქსირებული...
წინა სტატია შემდეგი სტატია შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნახიდურში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის ოჯახის წევრებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციელებს და არ მისცეს მისი დაკავების საშუალება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, მოსამართლის მიერ გაცემული დაკავების განჩინების საფუძველზე, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის – 1986 წელს დაბადებული...
წინა სტატია "ევროპული საქართველოს" ბრალდების საპასუხოდ, "ქართული ოცნების ზუგდიდის საარჩევნო შტაბში ამბობენ, რომ მათი კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის მხარდამჭერ ვიდეორგოლები კანონდარღვევა არ ფიქსირდება. მათი თქმით, კანდიდიატის საარჩევნო კამპანიაში, რომელიც მხარდამჭერების ვიდეოებს მოიცავს, ჩართული არიან საზოგადოების სხვადასხვა სფეროს და პროფესიის წარმომადგენლები. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.  ადმინისტრაციული რესურსი, როგორც მმართველ პარტიაში განმარტეს, არ გამოუყენებიათ, როგორც ოპოზიცია აცხადებს. ჩაწერა კი, არასამუშაო დროს მოხდა. "ხსენებულ ადამიანებს შეუძლიათ...
ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიაში უარყოფენ "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს, თითქოს სწორედ "ქართული ოცნების" საარჩვნო შტაბის მითითებით აირჩიეს პირები კონკრეტულ პოზიციებზე. საოლქო კომისიის ხელმძღვანელმა მირანდა მესხმა "ლაივპრესს" უთხრა, რომ ეს ადამიანები კანონის სრული დაცვით აირჩიეს. მისი განმარტებით, ააიპ-ების წარმომადგენლებს, თანამშრომლებს, რაზეც ენმ საუბრობს, არ ეზღუდებოდათ კონკურსში მონაწილეობა, რაზეც მანამდე ისაუბრა. თქვა, რომ სხდომებზე, უბნებმა თავად მიიღეს გადაწყვეტილება, რომელში ჩარევის უფლებაც არავის ჰქონდა. "მანდ არის...
შემდეგი სტატია "ევროპულმა საქართველომ" ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა. ოპოზიციური პარტია "ქართული ოცნების" კანდიდატს ირაკლი ჩიქოვანს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს. "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა ზუგდიდის საოლქოში საჩივარი შეიტანეს. როგორც პარტიის წევრმა ბესო დონაძემ ჟურნალისტებს უთხრა "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის ფეისბუქ გვერდზე განთავსებულია ვიდეორგოლები, რომლებშიც საარჩევნო აგიტაციის მიზნით პედაგოგები და საბავშვო ბაღების თანამშრომლები მონაწილეობენ, რაც მისივე თქმით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა. "ვიდეო...
წინა სტატია მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტის გამო "მთავარი არხის" ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი და სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის აქტივისტი გიორგი მუმლაძე მარნეულის საკრებულოს თავჯდომარეს, ამირან გიორგაძეს ადანაშაულებენ. მათი თქმით, გიორგაძე ჩხუბის დროს პირადად გასცემდა ბრძანებებს და რამდენჯერმე ჩაერთო ფიზიკურ დაპირისპირებაშიც. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.  მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე ამ დრომდე  არ დაუკითხავთ. "მთავარის" ინფორმაციით, მისი მფარველი ადგილობრივი პოლიციის სამართველოს უფროსი იოსებ სიგუაა, რომელსაც ზურგს...
პარტიამ, "პატრიოტთა ალიანსმა" მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მთაწმინდა - მალხაზ თოფურია; ვაკე - ნანა დევდარიანი; საბურთალო - კახა ძაგანია; სამგორი - გურამ ნიკოლაშვილი; დიდუბე - არჩილ ბენიძე; ნაძალადევი - ირმა ინაშვილი; გლდანი - მერაბ ჭიქაშვილი; გურჯაანი/საგარეჯო/დედოფლისწყარო/სიღნაღი - სოსლან გარსევანიშვილი; თელავი/ახმეტა/ყვარელი/ლაგოდეხი - იოსებ ბარძიკანაშვილი; მცხეთა/დუშეთი/თიანეთი/ყაზბეგი - იოსებ შატბერაშვილი; რუსთავი - პაატა ჯიბლაძე; მარნეული/გარდაბანი - მახინ უსუბოვი; ბოლნისი/დმანისი/თეთრიწყარო/წალკა - მაია ცაბუტაშვილი; კასპი და გორი - კობა მაზანაშვილი. ხაშური და ქარელი - ელიბო ტატურაშვილი. ახალციხე/ბორჯომი/ახალქალაქი/ასპინძა - დავით გოგიჩაიშვილი. ახალქალაქი/ნინოწმინდა - არტაშეს აკოფიანი. ამბროლაური/ონი/ცაგერი/ლენტეხი/მესტია - ერეკლე საღლიანი. საჩხერე/ჭიათურა/ხარაგაული - გიორგი კასრაძე. ტყიბული/თერჯოლა/ზესტაფონი/ბაღდათი -...
ბათუმის საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს ლევან ანთაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც პარტიაში აცხადებენ, ლევან ანთაძე წინასაარჩევნო წარდგენაზე რეკომენდაციების დაცვით იმყოფებოდა. „ კორონავირუსის სიმპტომები გუშინ დილით გამოუვლინდა, იგი მკურნალობას ბინაზე აგრძელებს. წინასაარჩევნო წარდგენაზე ყველა რეკომენდაციის დაცვით იმყოფებოდა. ახლო კონტაქტში მყოფებმა ტესტი ჩაიტარეს და ვირუსი არ დაუდასტურადათ",- განაცხადეს პარტიაში.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ბოლნისის სოფელ ნახიდურში სამართალდამცველებს მათი აქტივისტის დაკავების მცდელობა ჰქონდათ. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა დიმიტრი შაშკინმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თანასოფლელებმა სამართალდამცველებს არიფ იუსუფოვის დაკავების საშუალება არ მისცეს. როგორც შაშკინმა განმარტა, საქმე ეხება აქტივისტს, რომელიც გასულ კვირას სოფელ ნახიდურში „ჩაიხანაში“„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგი მეშველიანის აქტივისტებმა სცემეს. „წინა კვირას ბოლნისის სოფელ ნახიდურში „ჩაიხანაში“...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამების ფარგლებში, სექტემბრის თვეში 114 644 ლარის დაფინანსება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა დახმარება 350 ბენეფიციარს გაუწია. 113 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის 80 495 ლარი გამოიყო. მედიკამენტების შესაძენად კი 52 ბენეფიციარი 4899 ლარით დაფინანსდა. „სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს მრავალშვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, ახალდაქორწინებულებმა, ახალშობილებმა და სხვა. ბორჯომის მუნიციპალიტეტში 20-მდე...
"საქმის მკეთებელთა გუნდი ფულის მკეთებელთა გუნდის საპირწონედ" - გიორგი ვაშაძემ "სტრატეგია აღმაშენებლის" პარტიული სია წარადგინა. მისივე შეფასებით, სიაში ახალი სახეები არიან, რომლებიც "ორიენტირებული იქნებიან ქვეყნის განვითარებისთვის. თითოეული მათგანი შერჩეულია სამი კრიტერიუმით. ესენია - პროფესიონალიზმი, პატიოსნება-სუფთა წარსული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამშობლოს სიყვარული" - ამბობს ვაშაძე. "სტრატეგია აღმაშენებლის“ სიის პირველ ოცეულში არიან: გიორგი ვაშაძე; თაკო ჩარკვიანი; პაატა მანჯგალაძე; თეონა აქუბარდია; ბესო ბარქაია; სერგო ჩიხლაძე; ...
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაცია საოლქო პროკურატურას საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული თავმჯდომარეების, მდივნებისა და მათი მოადგილეების კორუფციული საქმიანობის შესწავლისა და რეაგირებისკენ მოუწოდებს. ფრაქციის თავმჯდომარე ანა წითლიძემ დღეს ჟურნალისტებს იმ კომისიის წევრების სახელობითი სია წარუდგინა, ვისი არჩევის შესახებაც პარტიამ, როგორ წითლიძე ამბობს, თავიდანვე იცოდა. მათ შესაბამისი წერილით საოლქო კომისიას 30 სექტემბრამდე მიმართეს და ეს სიებიც გადასცეს. ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, საუბნო კომისიებში არჩეული...
წინა სტატია შემდეგი სტატია მარნეულის მერის და “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის ზაურ დარგალის განცხადებით, სიცრუეა, რომ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე მარნეულში რამდენიმე დღის წინ მომხდარი დაპირისპირების ორგანიზატორი იყო. მისი თქმით, ამის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს. "თუ არსებობს ფაქტები, მიმართონ შესაბამის უწყებებს, როგორც ნახეთ, სამართლიანი გამოძიება მიმდინარეობს. ამირან გიორგაძე არის შტაბის უფროსი. ახალი სტილი აქვთ, ყველაფერს აორგანიზებენ ჩვენი შტაბის წინ. გიორგაძე იმყოფებოდა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ