ბათუმის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” წევრს ლევან ანთაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

833

ბათუმის საკრებულოში ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს ლევან ანთაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც პარტიაში აცხადებენ, ლევან ანთაძე წინასაარჩევნო წარდგენაზე რეკომენდაციების დაცვით იმყოფებოდა.

„ კორონავირუსის სიმპტომები გუშინ დილით გამოუვლინდა, იგი მკურნალობას ბინაზე აგრძელებს. წინასაარჩევნო წარდგენაზე ყველა რეკომენდაციის დაცვით იმყოფებოდა.

ახლო კონტაქტში მყოფებმა ტესტი ჩაიტარეს და ვირუსი არ დაუდასტურადათ”,- განაცხადეს პარტიაში.