კანონი არ დარღვეულა – „ოცნება“ საარჩევნო კლიპში მასწავლებლების მონაწილეობაზე

500

წინა სტატია

“ევროპული საქართველოს” ბრალდების საპასუხოდ, “ქართული ოცნების ზუგდიდის საარჩევნო შტაბში ამბობენ, რომ მათი კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის მხარდამჭერ ვიდეორგოლები კანონდარღვევა არ ფიქსირდება. მათი თქმით, კანდიდიატის საარჩევნო კამპანიაში, რომელიც მხარდამჭერების ვიდეოებს მოიცავს, ჩართული არიან საზოგადოების სხვადასხვა სფეროს და პროფესიის წარმომადგენლები. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. 

ადმინისტრაციული რესურსი, როგორც მმართველ პარტიაში განმარტეს, არ გამოუყენებიათ, როგორც ოპოზიცია აცხადებს. ჩაწერა კი, არასამუშაო დროს მოხდა.

“ხსენებულ ადამიანებს შეუძლიათ ნებაყოფლობით, მათი სურვილისამებრ მიიღონ მონაწილეობა მსგავს აქტივობებში. ამ ადამიანებს არასამუშაო დროს არ ეკრძალებათ პოლიტიკური აქტივობა”, – აღნიშნეს “ოცნებაში”.

მათ მოუწოდეს “ევროპულ საქართველოს”, სანამ რამეს განაცხადებენ, კანონმდებლობას გადახედონ.

“ევროპულმა საქართველომ” ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა.

“ოცნების” წინასაარჩევნო აგიტაციაში პედაგოგების ჩართვის გამო, საოლქო კომისიას საჩივრით მიმართეს. ოპოზიციური პარტია “ქართული ოცნების” კანდიდატს ირაკლი ჩიქოვანს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.

თავის მხრივ, საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი აცხადებს, რომ შეისწავლიან საჩივარს, გაეცნობიან იმ მასალას, რაც “ევროპულმა საქართველომ” წარმოადგინა და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.