ცერცვაძეს, გამყრელიძეს, იმნაძეს, ეზუგბაიას, რატიანს და სხვებს საპატიო თბილისელობა მიანიჭეს

416

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ცხრა ექიმს, რომლებიც COVID-19-ს ებრძვიან, საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭა. ასევე, წოდება მიენიჭა მწერალ გურამ დოჩანაშვილს.

კახა კალაძემ დააჯილდოვა:

  • ამირან გამყრელიძე — დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი;
  • პაატა იმნაძე — დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში;
  • მარინა ენდელაძე — ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების გამგე;
  • თენგიზ ცერცვაძე — ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი;
  • მარინა ეზუგბაია — ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის სამედიცინო დირექტორი;
  • ლევან გოფოძე — თბილისის აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის იგივე რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი;
  • ლევან რატიანი — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი;
  • ელზა ვაშაკიძე — თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ განყოფილებათა კათედრის ხელმძღვანელი;
  • დავით გადელია — აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი.

მერიის ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიება სახელმწიფო ცერემონიების სასახლის ეზოში გაიმართა და პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ფართო საზოგადოებისთვის ტელევიზიის საშუალებით გადაიცა. საზეიმო საღამო გია ყანჩელს მიეძღვნა.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, თბილისის მერიამ დედაქალაქის დღესასწაულთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება, გარდა საპატიო თბილისელების დაჯილდოებისა, გააუქმა.