„ქართული ოცნება“ ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრის შეტანას აპირებს. ლადო მგალობლიშვილის თქმით, 63-ე უბანზე, „ქართული ოცნების“ ხმები სხვა პარტიას მიაწერეს.
ოქმში წერია, რომ პარტია „სახე+“- ს 347 ხმა აქვს მიღებული, მმართველ პარტიას კი - არცერთი.
მგალობლიშვილი ამბობს, რომ იყო მექანიკური შეცდომა, რომლის გამოსწორების შემდეგაც, მმართველი გუნდის შედეგი, პროპორციულ ნაწილში, გაუმჯობესდება.
N38 ადიგენის საარჩევნო ოლქში, ადგილობრივი თვითმმართელობის არჩევნებზე, პროპორციული სიით შვიდი პარტია იყო დარეგისტრირებული. მათგან, ყველაზე დაბალი 0.85% „პატრიოტთა ალიანსმა“ მიიღო. აღნიშნულ ოლქში 19–ვე უბანია დათვლილი.
ნახეთ მონაცემები პარტიების მიხედვით:
N41 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ - 55.27%
N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 36.28%
N9 „ლელო“ - 2.47%
N25 „გახარია – საქართველოსთვის“ - 2.38%
N2 „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 1.44%
N10 „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 1.31%
2 ოქტომბრის არჩევნებზე ადიგენის მუნიციპალიტეტში 15 638 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, მათგან არჩევნებში მონაწილეობა 10 602-მა მიიღო....
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა, 82.22% „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მიიღო, როგორ აფასებენ კენჭისყრის დღეს კანდიდატები და რა დარღვევებზე საუბრობენ ისინი. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ახალქალაქში მერობისთვის სამი კანდიდატი იბრძოდა, ერთ–ერთი ენმ–ს წარმომადგენელი მელიქ რაისიანია. იგი ამბობს, რომ არჩევნები მმართველმა გუნდმა ფულით იყიდა.
„თუ ხმებს მუქარით, შიშით და ფულით ყიდულობენ, არჩევნებს რატომ ატარებენ?! მოსახლეობა როგორ იქნება კმაყოფილი, როცა არცერთი საკითხი, მათ...
დაძაბული, უსამართლო, უთანასწორო – ასე აფასებენ ახალციხის მუნიციპალიტეტში ოპოზიციური პარტიების მერობის კანდიდატები 2 ოქტომბრის არჩევნებს. მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნების“ კანდიდატს გამარჯვებას ულოცავენ და წარმატებულ საქმიანობას უსურვებენ.
ახალციხეში 36–ვე უბანი დათვლილია, წინასწარი შედეგებით, „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ახალციხეში, ზურა სადათიერაშვილმა ხმების 4,51% მოიპოვა (886 ხმა). ამბობს, რომ არჩევნების დღეს განხორციელებული ზეწოლების ფონზე, ცუდი შედეგი არ არის.
„არჩევნები სამართლიანი ცალსახად ვერ იყო! ამ...
N37ახალციხის ოლქში, ხუთი უბნის გადათვლის პროცესი მიმდინარეობს. ამავე ოლქის კომისიის თავმჯდომარის, თეა გავაშელის ინფორმაციით, 35 საარჩევნო უბნიდან, დოლურის საშუალებით N33, N25, N11, N6 და N7 უბნები გამოვლინდა. შემთხვევითობის პრინციპით გამოვლენილ უბანთა შორის, მოხვდა N7 უბანიც, რომელშიც დაუბალანსებელი ოქმი აქვთ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„ხმის დათვლა აბსოლუტურად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. კანონმდებლობით განსაზღვრული იყო 35 უბანი. სპეცუბანი არ ითვლება. გადათვლის პროცესში შემდეგი პირები მონაწილეობენ: საუბნო...
ბორჯომის მერობის კანდიდატები არჩევნების დღეს აფასებენ, ენმ–ს კანდიდატის თქმით, მმართველმა გუნდმა არჩევნების მოგება მოქალაქეების მოსყიდვით შეძლო. „ქართული ოცნების“ კანდიდატის თქმით კი, არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„ნამდვილად ველოდებოდით, გამარჯვებას, იმედი გვქონდა, უბრალოდ შედეგი რაც მივიღეთ მოულოდნელი იყო. იმიტომ, რომ მოსახლეობისგან ასეთი აქტივობა და მხარდაჭერა, მართლაც დასაფასებელია. ძალიან სასიხარულოა, რომ მხარდაჭერა გამომიცხადა მთელმა მუნიციპალიტეტმა. ძალიან...
გიორგი გახარიას, მოღალატის პარტიასთან გამორიცხულია თანამშრომლობა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გახარიას პოლიტიკური პარტია აუცილებლად დაიშლება და მოიშლება და დაშლის შემდეგ გახარიას პარტიის საკრებულოს წევრებთან თანამშრომლობას აპირებს.
„გახარიას პარტიასთან, მოღალატის პარტიასთან, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა გამორიცხულია. რაც შეეხება მის პოლიტიკურ პარტიას, ის აუცილებლად დაიშლება და მოიშლება ერთი მარტივი მიზეზის გამო - ჩვენ...
„ნაცმოძრაობა“ პოლარიზაციის მთავარი წყაროა. ვიდრე ქართულ პოლიტიკაში „ნაციონალური მოძრაობა“ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს განვითარების შესაძლებლობა არ მიეცემათ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი პარტიისთვის მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაიმეორა.
„ამით დადასტურდა, რომ 6-თვიანი საბოტაჟი, რომელიც, თავის დროზე, ოპოზიციამ გამოაცხადა, მთლიანად, სიყალბეზე იყო აგებული. მათი კამპანია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, იყო აბსოლუტურად...
ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეფასებული. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„პირველ რიგში, ძალიან კარგია, რომ ყველა საერთაშორისო პარტნიორმა ეს არჩევნები მთლიანობაში დადებითად შეაფასა. რაც შეეხება დეტალებს, ამასთან დაკავშირებით გვექნება ყველასთან კომუნიკაცია, მათ შორის ამერიკის საელჩოსთან. როგორც წერილობით, ასევე სხვა ფორმით. რა თქმა უნდა, არ გვაქვს თანამშრომლობის პრობლემა. ყველა დეტალთან დაკავშირებით განმარტება...
კობახიძე: „ქართული ოცნება“ ერთპატიულად ქმნის მყარ უმრავლესობას თითქმის ყველა მუნიციპალურ საკრებულოში
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებში, მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პროპორციული და მაჟორიტარული წესით გასანაწილებელი 2068 მანდატიდან „ქართულმა ოცნებამ“ 1331, „ნაციონალურმა მოძრაობა“ 502, პარტიამ „საქართველოსთვის“ 109, „ლელომ“ 27, „ევროპულმა საქართველომ“ 18, „მესამე ძალამ“ 8, პარტიამ „მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ 6, „პატრიოტთა ალიანსმა“ 5, „ევროპელმა სოციალისტებმა“ 4, „ლეიბორისტული პარტიამ“ და „სახალხო პარტიამ“ 3-3, „პროგრესი და თავისუფლებამ“ და ანა დოლიძე ხალხისთვის 2-2, ხოლო „მოქალაქეებმა“, „გირჩმა“ და...
„მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლებს ოპოზიციონერი კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
პარტიის ერთ-ერთი წევრის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, მეორე ტურში ყველამ ოპოზიციურად განწყობილ კანდიდატს უნდა მისცეს ხმა, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არავინ უნდა დაუჭიროს მხარი. ამასთან, სერგო ჩიხლაძის თქმით, „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელმა“ არჩევნებში მოსალოდნელი შედეგი ვერ აჩვენა. „არჩევნებში, მთავარია მეორე ტურების დასრულება. მთავარია, რომ „ქართული ოცნება“ ძირითად/დიდ ქალაქებში დამარცხდეს, რაც დარწმუნებული ვარ...
ოპოზიცია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ირაკლი კუპრაძეს განიხილავს. ამის შესახებ თავად კუპრაძემ განაცახადა. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" წევრის განმარტებით, გაერთიანებული ოპოზიცია, პოსტზე, ვახტანგ კალოიანს მოიაზრებდა, თუმცა მან წარმომადგენლობითი ორგანოს მანდატი ვერ მოიპოვა.
შეგახსენებთ, ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში 19 დეპუტატი ოპოზიციონერი იქნება, ხოლო 16 - მმართველი გუნდის წევრი. .
2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგების თანახმად, პროპორციული წესით წარმომადგენლობით ორგანოში 4 პარტიის წარმომადგენლები შევლენ: „ქართული...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აჭარის ექვსი მუნიციპალიტეტიდან ოთხში ''ქართული ოცნების'' მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ბათუმში მეორე ტურს არ ელოდნენ, თუმცა დარწმუნებულნი არიან, რომ ამომრჩევლები მეორე ტურში ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
''ქართველმა ხალხმა, კიდევ ერთხელ, გვანდო ქვეყნის მართვის მანდატი. რაც შეეხება აჭარაში ჩატარებულ არჩევნებს, პირველადი შედეგებით, ექვსი მუნიციპალიტეტიდან ოთხში, პირველივე ტურებში გაიმარჯვეს ჩვენმა მერობის კანდიდატებმა და უმრავლესობით...
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი წერეთლის განცხადებით, თუ გიორგი გახარია აპირებს პოზიციონირებას, როგორც ოპოზიციონერი, მეორე ტურში მხარი ოპოზიციას უნდა დაუჭიროს და თუ ამას არ გააკეთებს, „ქართულ ოცნებასთან“ იქნება.
როგორც წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, მეორე ტურზე ყველა პარტიის პოზიციას მნიშვნელობა ექნება.
„ამ ვითარებაში, როდესაც ადგილებია, სადაც ერთი ან მეორე მხარის უპირატესობა ძალიან მყიფეა, ყველა პარტიის პოზიციას მნიშვნელობა ექნება. ამ შემთხვევაში ხშირად ახსენებენ გიორგი გახარიას, იმიტომ რომ გაუგებარია,...
ჩვენი თავი გაგვჭირვებია და არ ვართ ახლა იმ სიტუაციაში, რომ ამომრჩეველს მოვუწოდოთ, ვინმეს ხმა მისცეს ან არ მისცეს, თან იცით ჩვენი პოზიცია - ეს ორი პარტია ერთიან თამაშს თამაშობს,- ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მოუწოდებს თუ არა საკუთარ ამომრჩეველს, ვის მისცეს მეორე ტურში ხმა.
ხვიჩიას განცხადებით, სინამდვილეში საქმე გვაქვს სააკაშვილისა და ივანიშვილის ერთიან თამაშთან, ამიტომ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































