გიორგი გახარიას, მოღალატის პარტიასთან გამორიცხულია თანამშრომლობა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გახარიას პოლიტიკური პარტია აუცილებლად დაიშლება და მოიშლება და დაშლის შემდეგ გახარიას პარტიის საკრებულოს წევრებთან თანამშრომლობას აპირებს.
„გახარიას პარტიასთან, მოღალატის პარტიასთან, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა გამორიცხულია. რაც შეეხება მის პოლიტიკურ პარტიას, ის აუცილებლად დაიშლება და მოიშლება ერთი მარტივი მიზეზის გამო – ჩვენ ვაანონსებდით, რომ არჩვენების შემდეგ ეს ადამიანი საზოგადოებას დაემალებოდა. არჩევნების დასრულებიდან ორი დღეა და ის უბრალოდ არ ჩანს. ელემენტარული მადლობაც კი არ უთხრა იმ ასი ათას ადამიანს, ვინც მის პარტიას დაუჭირა მხარი. ბოლივით აორთქლდა ეს ადამიანი. რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს ამაზე – მან ყველაზე კარგად იცის, რომ მოღალატეა და პირველ რიგში, თავის თავს ემალება ამ არგამოჩენით… მას პარტია დაეშლება, მის წევრებთან საკრებულოებში ვითანამშრომლებთ “,- განაცხადა კობახიძემ.