პროპორციული სიის შედეგები ადიგენში

302

N38 ადიგენის საარჩევნო ოლქში, ადგილობრივი თვითმმართელობის არჩევნებზე, პროპორციული სიით შვიდი პარტია იყო დარეგისტრირებული. მათგან, ყველაზე დაბალი 0.85% „პატრიოტთა ალიანსმა“ მიიღო. აღნიშნულ ოლქში 19–ვე უბანია დათვლილი.

ნახეთ მონაცემები პარტიების მიხედვით:

N41 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 55.27%

N5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 36.28%

N9 „ლელო“ – 2.47%

N25  „გახარია – საქართველოსთვის“ – 2.38%

N2 „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 1.44%

N10 „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1.31%

2 ოქტომბრის არჩევნებზე ადიგენის მუნიციპალიტეტში 15 638 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, მათგან არჩევნებში მონაწილეობა 10 602-მა მიიღო. რაც საერთო რაოდენობის 67.8%-ია.