„ქართული ოცნება“ ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრის შეტანას აპირებს. ლადო მგალობლიშვილის თქმით, 63-ე უბანზე, „ქართული ოცნების“ ხმები სხვა პარტიას მიაწერეს.
ოქმში წერია, რომ პარტია „სახე+“- ს 347 ხმა აქვს მიღებული, მმართველ პარტიას კი – არცერთი.
მგალობლიშვილი ამბობს, რომ იყო მექანიკური შეცდომა, რომლის გამოსწორების შემდეგაც, მმართველი გუნდის შედეგი, პროპორციულ ნაწილში, გაუმჯობესდება.