კობახიძე: ვიდრე ქართულ პოლიტიკაში „ნაცმოძრაობა“ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს განვითარების შესაძლებლობა არ მიეცემათ

169

„ნაცმოძრაობა“ პოლარიზაციის მთავარი წყაროა. ვიდრე ქართულ პოლიტიკაში „ნაციონალური მოძრაობა“ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს განვითარების შესაძლებლობა არ მიეცემათ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი პარტიისთვის მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაიმეორა.

„ამით დადასტურდა, რომ 6-თვიანი საბოტაჟი, რომელიც, თავის დროზე, ოპოზიციამ გამოაცხადა, მთლიანად, სიყალბეზე იყო აგებული. მათი კამპანია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, იყო აბსოლუტურად სიყალბე. კიდევ ერთხელ განმეორდა ის შედეგი, რომელიც ჩვენ მივიღეთ საპარლამენტო არჩევნებზე. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მათ 6-თვიანი უსაფუძვლო საბოტაჟი გამოაცხადეს ჩვენს ქვეყანაში, რითაც ქვეყანას მიაყენეს ზიანი. რაც შეეხება მცირე პარტიების შედეგებს; რა თქმა უნდა, ეს არის ამ არჩევნების მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი ასპექტი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.