კობახიძე: ძალიან კარგია, რომ ყველა საერთაშორისო პარტნიორმა ეს არჩევნები მთლიანობაში დადებითად შეაფასა

257

ირაკლი კობახიძე​ აშშ-ის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეფასებული. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„პირველ რიგში, ძალიან კარგია, რომ ყველა საერთაშორისო პარტნიორმა ეს არჩევნები მთლიანობაში დადებითად შეაფასა. რაც შეეხება დეტალებს, ამასთან დაკავშირებით გვექნება ყველასთან კომუნიკაცია, მათ შორის ამერიკის საელჩოსთან. როგორც წერილობით, ასევე სხვა ფორმით. რა თქმა უნდა, არ გვაქვს თანამშრომლობის პრობლემა. ყველა დეტალთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდება“, – განაცხადა კობახიძემ.