ოპოზიცია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ირაკლი კუპრაძეს განიხილავს. ამის შესახებ თავად კუპრაძემ განაცახადა. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
პარტიის “ლელო საქართველოსთვის” წევრის განმარტებით, გაერთიანებული ოპოზიცია, პოსტზე, ვახტანგ კალოიანს მოიაზრებდა, თუმცა მან წარმომადგენლობითი ორგანოს მანდატი ვერ მოიპოვა.
შეგახსენებთ, ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში 19 დეპუტატი ოპოზიციონერი იქნება, ხოლო 16 – მმართველი გუნდის წევრი. .
2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგების თანახმად, პროპორციული წესით წარმომადგენლობით ორგანოში 4 პარტიის წარმომადგენლები შევლენ: „ქართული ოცნება“, „გაერთიანებული ოპოზიცია“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო“.
ბათუმის 79 საოლქო კომისიის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ 39.42 პროცენტი მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 38.34 პროცენტი, შემდეგ მოდის „გახარია საქართველოსთვის“ – 10.4 პროცენტით, 3.2 მიიღო „ლელომ“.
შესაბამისად, „ქართული ოცნება“ 35-წევრიან ბათუმის საკრებულოში 12 წევრის შეყვანას შეძლებს, პროპორციული სიით, რასაც 4 მაჟორიტარი დაემატება.
წინასწარი მონაცემებით, გაერთიანებულ ოპოზიციას პროპორციული სიით 12 წევრ შეჰყავს საკრებულოში, რასაც 3 მაჟორიტარი დაემატება.
შესაბამისად, ოპოზიურ პარტიებს ბათუმის საკრებულოში 19 წევრი ეყოლება, ხოლო 16 „ქართულ ოცნებას“.
აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილებების მიღებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება იმ ფაქტს, თუ რა პოზიციას დაიკავებს გახარიას გუნდი საკრებულოში.