პარლამენტის წევრის თამარ კორძაიას განცხადებით, თბილისში, მერის არჩევნების შემაჯამებელი 759 ოქმიდან 306-ში ბალანსი არ დგება. რაც შეეხება პროპორციულ ნაწილს, კორძაიას განმარტებით, 323 შემაჯამებელ ოქმში ბალანსი არ დგება. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე კორძაიამ აღნიშნა, ეუთოს მისიის და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებებიდან ჩანს, რომ მათ კარგად დაინახეს, „როგორ საარჩევნო გარემოში ცხოვრობენ მოქალაქეები და როგორი პირობებით შევიდნენ ოპოზიციური პარტიები საარჩევნო ბრძოლაში“. „ეუთოს...
ქუთაისის საოლქო კომისიამ ლოტოტრონის პრინციპით ხუთი უბნის შედეგები დათვალა. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს. კომისიაში აცხადებენ, რომ უბნებიდან ორში ცდომილება იყო. კონკრეტულად, #109 და #66-ე უბნებზე მიღებული ხმები არასწორად იყო დათვლილი. საოლქო კომისიის განცხადებით, ხელახლა გადათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერთ უბანზე ერთი ხმა აკლდა პარტია "ქართულ ოცნებას", ხოლო მეორე უბანზე, ასევე ერთი ხმა მმართველი პარტიის კანდიდატს, იოსებ ხახალეიშვილს. #59-ე საოლქო კომისიამ, ლოტოტრონის პრინციპით...
ავტორი: რუსა მაჩაიძე 2 ოქტომბრის არჩევნებმა ტრადიციულად ჩაიარა - ილაპარაკეს ყველაფერზე, გარდა მუნიციპალიტეტების საჭიროებისა; უწოდეს „გადამწყვეტი არჩევნები“, მაგრამ არაფერი  შეცვლილა;  ისევ აკონტროლებდნენ საარჩევნო უბნებს გარედან „ავტორიტეტები“ და შიგნიდან  გაურკვევლი არასამთავრობოების წარმომადგენლები; ისევ ჩხუბობდნენ და აძევებდნენ ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებს; ისევ ყრიდნენ ბიულეტენებს ყუთებში და იპარავდნენ დათვლისას; ხელისუფლებას მეორე ტური ისევ ცუდი რაღაც ჰგონია და ოცნებობს, კომუნისტურ 99.9%-ს როდის გამოიცხადებს; ოპოზიციამ...
უახლოეს პერიოდში, დედაქალაქში იქნება ძალიან დიდი აქცია, მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდება ორგანიზება და მთავარი მოთხოვნა იქნება მიშა სააკაშვილის გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ლევან ხაბეიშვილმა მადლობა გადაუხადა იმ პირებს, ვინც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში შემოსვლისა და დაბინავების შესაძლებლობა მისცეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მასშტაბური აქცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე გაიმართება. „პირველ...
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშნაარში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 90 ბავშვზე გათვლილი ახალი სკოლა აშენდა, პროექტის ჯამური ღირებულება კი 1 682 000 ლარს შეადგენს, - აცხადებენ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში. მათივე ცნობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2020-2021 სასწავლო წელს 2 ახალი სკოლა აშენდა და გაიხსნა. ამ ეტაპზე  კი, სოფელ ქვემო მაჩხაანის ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.  
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად ქართულ ოცნებას 10 დეპუტატი ეყოლება, ნაციონალურ მოძროაბას -9, ხოლო გახარიას - 1. რაც შეეხება მაჟორიტარებს, 7 მაჟრიტარულ ოლქში გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, 2-ში - „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ერთში, 18.03 დუისის მაჟორიტარულ ოლქში კი ქართული ოცნების“ კანდიდატ ელდარ ბაღაკაშვილსა (37,5%) და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ, მალხაზ მაჩალიკაშვილს (30,89%) შორის მეორე ტური ჩატარდება. პროპორციული სისტემით არჩეული...
5 ოქტომბერს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში  სააღმზრდელო  პროცესი დაიწყო. თუმცა, ქუთაისის სამ საბავშვო  ბაღში (N7, N13 და N23) პროცესი არ განახლებულა. ა(ა)იპ ქუთაისის  ბაგა-ბაღების  გაერთიანების დირექტორის ამბობს, რომ მიზეზი ტექნიკური ხარვეზებია. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს. "N23 ბაღში ტექნიკური პრობლემა იყო, რომელიც რამდენიმე დღეში გამოსწორდება, ხოლო N7 და N13 კორონავისური დაუფიქსირდა თანამშრომლებს, სავარაუდოდ ორ კვირაში გაიხსნება ეს ბაღებიც", - ამბობს ბაგა-ბაღების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი. გაერთიანებაში...
წულუკიანის განცხადებიდან კარგად ჩანს, რა დამოკიდებულება აქვს ქუთაისელებთან და პოლიციელებთან- ასე ეხმიანება ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ქვეყნის ვიცეპრემიერის, კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას. დეკანოიძის თქმით, კარგადაა ცნობილი, რომ თეა წულუკიანი კრიმინალური სამყაროს წევრებთანანაა დაახლოეუბული. "ამ ქალის ამაზრზენ არსებობას ზოგადად საზღვარი არ აქვს, რა დამოკიდებულება აქვს ქუთაისელებთან და პოლიციელებთან ეს კარგად ჩანს, პირველ რიგში. თეა წულუკიანის ცხოვრების სამი ცხოვრება არ ეყოფა, რაც...
მმართველი პარტია მე-11 მაჟორიტარული ოლქის შედეგების ხელახლა გადათვლას ითხოვს. მათ საჩივარი უკვე შეიტანეს საოლქოში, – ამის შესახებ აცხადებს ენმ-ს რეგიონული ლიდერი, პარლამენტარი ანი წითლიძე. “ქართულმა ოცნებამ საჩივარი შეიტანა საოლქოში. ითხოვს მე-11 მაჟორიტარული ოლქის უბნების გადათვლას, სადაც ყველაფერი მოვიგეთ და მაჟორიტარი მოგებული გვაქვს ორი ხმით. მიზეზად ასახელებენ რომ გაბათილებულმა ბიულეტენებმა წააგებინეს საოლქომ უნდა ჩანიშნოს სხდომა და გადაწყვიტოს გადაითვლიან თუ არა უბნებს. ამ...
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ადიგენის N38 საარჩევნო ოლქში გახსნილი 19 უბნიდან 18 დათვლილია. 11 მაჟორიტარული ოლქიდან 10–ში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა, ერთში კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, შესაბამისად საკრებულო, სიის მაჟორიტარი წევრებით, შემდეგნაირად დაკომპლექტდება: „ქართული ოცნების“ 10 მაჟორიტარი: ნუგზარ ქაშიბაძე – ამომრჩეველთა ხმების  71,96%; გენადი ბოლქვაძე – 78,72; ელდარი კბილაშვილი – 67,2%; იმედა მღებრიშვილი – 68,15%; გაბრიელ ბალახაშვილი – 51,67%; გოჩა ჩიტორელიძე – 64,09%; გიორგი...
ახალციხის 13 მაჟორიტარული ოლქიდან 12–ში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ერთში კი „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა. ცესკოს წინასწარი შედეგებით, ახალციხის N37 საარჩევნო ოლქში არსებული 36 უბნიდან, 34 უკვე დათვლილია. ამჟამინდელი მონაცემებით, კანონმდებლობით დადგენილი 40%–იანი ბარიერი გადალახა და მიღებულ ხმათა უმრავლესობით, საკრებულოში, მაჟორიტარული სიით შემდეგი პირები შევლენ:  „ქართული ოცნებიდან“ 12 წევრი: დავით სამსონიძე –  57,83%; გელა ჭალიძე – 51,07%; ამბარცუმ ბაბოიანი – 61,9%; მერი ხაბეიშვილი – 47,86%; ზურაბი ბარძიმაძე – 60,77%; სიმონ გელაშვილი...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განთავსებული შეურაცხმყოფელი წარწერის საკითხზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოძიება სსკ–ს 284 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. გამოძიების ფარგლებში მერის მოვალეობის შემსრულებელი, სოსო რაზმაძე და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები შსს–ში დაკითხვაზეც იმყოფებოდნენ. შეურაცხმყოფელი წარწერის შესახებ პოლიციას სოსო...
საოლქო საარჩევნო კომისიამ, შემთხვევითობის პრინციპით გამოვლენილ ხუთ უბანზე, ხმების გადათვლა დაასრულა. შედეგების მიხედვით ირკვევა, რომ ახალციხის N37 ოლქის N7 უბანზე, კომისიის წევრებმა „ქართულ ცნებას“ 10 ბიულეტინი არ მიათვალეს, „ერთიან ნციონალურ მოძრაობას“ კი ერთი. ასევე, არასწორად იყო დათვლილი ბათილი და ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. N7 უბნის კომისიის თავმჯდომარის, დიანა ლურსმანაშვილის განცხადებით, დაშვებული შეცდომები უკვე აღმოიფხვრა. „დისბალანსი გამოიწვია ჩვენს უბანში...
video
წინასწარი მონაცემებით, ქედაში, შუახევსა და ხულოში, ახალი მოწვევის საკრებულოებში, უმრავლესობა ისევ „ქართულ ოცნებას“ აქვს, თუმცა, მეორე ტურები, მაჟორიტარულ ოლქებში მაინც შედგება. ვის ვისთან მოუწევს ბრძოლა მეორე ტურში და როგორია მანდატების სავარაუდო პროპორციები მაღალმთიანი აჭარის საკრებულოებში ნახეთ TV25-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში.  
„დღეს ქვეყანაში სრულიად ახალი პოლიტიკური რეალობა გვაქვს. დღეს არ ხართ მხოლოდ “ნაცები” და “ქოცები”. დღეს ჩვენ, გუნდი “საქართველოსთვის”ყველა მუნიციპალიტეტში ვართ და გვაქვს რეალური ბერკეტი დავასრულოთ ქვეყანაში ორპარტიული მმართველობა“ - ასე მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ წარმოდგენილია ყველა მუნიციპალიტეტში, საიდანაც დაიწყება ქვეყანაში ცვლილებები. „მიუხედავად იმისა, რომ “ნაცმოძრაობა” და “ოცნება” აკეთებდით...
პარლამენტმა პირველი მოსმენით, ერთხმად, მხარი დაუჭირა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დისკრიმინაციული ნიშნით დაზიანებისა და განადგურების განსაზღვრა ხდება. როგორც ინიციატორი განმარტავს, მოქმედ კანონში არაფერია ნათქვამი ძეგლების დისრკიმინაციული ნიშნით დაზიანებასა და განადგურებაზე, მაშინ როდესაც დისკრიმინაციული ნიშნით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ხელყოფა, განსაკუთრებით კი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სისტემატურ და მასობრივ ხასიათს ატარებს. აქედან გამომდინარე, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს კანონში დისკრიმინაციული...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ