ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ადიგენის N38 საარჩევნო ოლქში გახსნილი 19 უბნიდან 18 დათვლილია. 11 მაჟორიტარული ოლქიდან 10–ში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა, ერთში კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, შესაბამისად საკრებულო, სიის მაჟორიტარი წევრებით, შემდეგნაირად დაკომპლექტდება:
„ქართული ოცნების“ 10 მაჟორიტარი:
ნუგზარ ქაშიბაძე – ამომრჩეველთა ხმების 71,96%;
გენადი ბოლქვაძე – 78,72;
ელდარი კბილაშვილი – 67,2%;
იმედა მღებრიშვილი – 68,15%;
გაბრიელ ბალახაშვილი – 51,67%;
გოჩა ჩიტორელიძე – 64,09%;
გიორგი ქიმაძე – 76,08%;
ჯაბა ხოზრევანიძე – 62,31%;
თეიმურაზ მიქელაძე – 43,83%;
ბადრი ვაშაყმაძე – 45,57%.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
თენგიზ ქომოშვილი – 53,88%.
ადიგენის საკრებულო 33 წევრით დაკომპლექტდება, საიდანაც 11 წევრი მაჟორიტარული წესით იქნება არჩეული, 22 კი პროპორციულით. 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიხედვით, საკრებულოში იმ პარტიების წარმომადგენლები შევლენ, რომლებიც მიღებული ხმებით 3%–იან ბარიერს გადალახავენ. დღეის, 5 ოქტომბრის მონაცემებით, ადიგენში 3%–იანი ბარიერი ორმა პარტიამ გადალახა:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 35,1% (3568 ხმა);
„ქართული ოცნება“ – 56,4% (5734 ხმა).