საოლქო საარჩევნო კომისიამ, შემთხვევითობის პრინციპით გამოვლენილ ხუთ უბანზე, ხმების გადათვლა დაასრულა. შედეგების მიხედვით ირკვევა, რომ ახალციხის N37 ოლქის N7 უბანზე, კომისიის წევრებმა „ქართულ ცნებას“ 10 ბიულეტინი არ მიათვალეს, „ერთიან ნციონალურ მოძრაობას“ კი ერთი. ასევე, არასწორად იყო დათვლილი ბათილი და ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
N7 უბნის კომისიის თავმჯდომარის, დიანა ლურსმანაშვილის განცხადებით, დაშვებული შეცდომები უკვე აღმოიფხვრა.
„დისბალანსი გამოიწვია ჩვენს უბანში იმან, რომ გაფუჭებული ბიულეტინების რაოდენობა დავუმატეთ გაბათილებულ ბიულეტინებს და ეს გავძლევდა არასწორ შედეგს. დღეს, გადათვლის შედეგად ეს პრობლემა აღმოიფხვრა და გასწორდა ყველა მაჩვენებელი“,– ამბობს დიანა ლურსმანაშვილი.
N37 ოლქის კომისიის თავმჯდომარის, თეა გავაშელის თქმით, უბნების ხელმეორედ გადათვლისას გამოვლენილი შეცდომები კომისიამ გამოასწორა, რაზეც შესაბამისი აქტი შედგა.
„მიმდინრეობდა ხუთი უბნის გადათვლა. ოთხ უბანზე მოანცემები იგივე დარჩა/არ შეცვლილა. მეშვიდე უბანს, რომელზეც არასწორად იყო შედგენილი ოქმი, გახსნის შედეგად გამოჩნდა, რომ ბიულეტენები არასწორად იყო. 10 ბიულეტენი, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარის ხმები არ იყო მითვლილი, ასევე ერთი ბიულეტენი არ იყო მითვლილი „ერთიანი ანციონალური მოძრაობის“, ხოლო ბათილებშ იყო მითვლილი კუთხემოჭრილი (გაფუჭებული ბიულეტენი). მათ ეს ბიულეტენები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მიეთვალათ ბათილებში, შესაბამისად მოდიოდა მონაწილეებზე მეტი ბათილი და ნამდვილი ბიულეტენის ჯამი და ამიტომ ეს შეცდომა ოქმშიც დაშვებული. გასწორდა ყველაფერი, აქტი შედგა, შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისია შეადგენს განკარგულებას. ყველაფერი დაილუქება და წავა ისევ ოლქში“,–განმარტა მან.
N37- ახალციხის საარჩევნო ოლქში, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 36 უბანი იყო გახსნილი,მათ შორის ერთი სპეცუბანი, სადაც კოვიდინფიცირებული ადამიანები აძლევდნენ ხმას. აღნიშნული 36 უბნიდან, კანონმდებლობით განსაზღვრულ ხუთ გადასათვლელი უბნის წილისყრაში 35 უბანმა მიიღო მონაწილეობა (გადათვლას არ ექვემდებარებოდა სპეც უბანი).