სიღნაღის სოფელ მაშნაარში ახალი სკოლა აშენდა

324

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშნაარში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 90 ბავშვზე გათვლილი ახალი სკოლა აშენდა, პროექტის ჯამური ღირებულება კი 1 682 000 ლარს შეადგენს, – აცხადებენ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.

მათივე ცნობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2020-2021 სასწავლო წელს 2 ახალი სკოლა აშენდა და გაიხსნა. ამ ეტაპზე  კი, სოფელ ქვემო მაჩხაანის ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.