“ქართული ოცნება” მე-11 მაჟორიტარული ოლქის ხელახლა გადათვლას ითხოვს

359

მმართველი პარტია მე-11 მაჟორიტარული ოლქის შედეგების ხელახლა გადათვლას ითხოვს. მათ საჩივარი უკვე შეიტანეს საოლქოში, – ამის შესახებ აცხადებს ენმ-ს რეგიონული ლიდერი, პარლამენტარი ანი წითლიძე.

“ქართულმა ოცნებამ საჩივარი შეიტანა საოლქოში. ითხოვს მე-11 მაჟორიტარული ოლქის უბნების გადათვლას, სადაც ყველაფერი მოვიგეთ და მაჟორიტარი მოგებული გვაქვს ორი ხმით. მიზეზად ასახელებენ რომ გაბათილებულმა ბიულეტენებმა წააგებინეს

საოლქომ უნდა ჩანიშნოს სხდომა და გადაწყვიტოს გადაითვლიან თუ არა უბნებს. ამ საჩივარს თან უნდა ერთვოდეს მტკიცებულება რომელიც არ არის. მანამდე ბოლო ორ არჩევნებზე გაბათილებული ბიულეტების გადათვლას მე ვითხოვდი სასამართლოშიც კი ვიდავე და უარი მივიღე. ახლა რა პრეცენდეტს დაუშვებს საოლქო საინტერესოა. ეუთო – ოდირის მისიას უკვე მივაწოდეთ ინფორმაცია.

გადათვლის ჩვენ არ გვეშინია ნამდვილად. გადათვლეთ, მაგრამ იცოდეთ რომ თუ ამას გადათვლით მაშინ მოგიწევთ გადათვალოთ ყველა უბანი და დარწმუნებული ვარ გაბათილებულ ბიულეტებში ჩვენი იმდენი ამოვა რომ მერი პირველ ტურში გვექნება მოგებული. რა თქმა უნდა სხდომას მე დავესწრები.”,-განმარტა წითლიძემ.

ცნობისთვის,ცესკოს წინასწარი მონაცემებით #11 მაჟორიტარულ ოლქში (ოდიში, კორცხელი, ჭკადუაში, ნაცატუ, ჩხოუში, ბაში) „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს 2 ხმით მოუგო. კანდიდატებს შორის ხმები პროცენტულად ასე გადანაწილდა:

„ნაციონალური მოძრაობა“, მანუჩარ ფიფია – 41.21% (1 182 ხმა);

„ქართული ოცნება“, სოსო გოგოხია – 41.14% (1 180 ხმა);