ბორჯომის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეურაცხმყოფელ წარწერაზე გამოძიება მიმდინარეობს

387

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განთავსებული შეურაცხმყოფელი წარწერის საკითხზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოძიება სსკ–ს 284 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

გამოძიების ფარგლებში მერის მოვალეობის შემსრულებელი, სოსო რაზმაძე და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები შსს–ში დაკითხვაზეც იმყოფებოდნენ. შეურაცხმყოფელი წარწერის შესახებ პოლიციას სოსო რაზმაძემ შეატყობინა.

„როგორც ვიცი გამოძიება აქ დაიწყო, შემდეგ ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში გადააგზავნეს“, – გვითხრა მერის მოვალეობის შემსრულებელმა.

შეგახსენებთ, რომ  1 სექტემბერს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, იქ სადაც საკრებულოს თავმჯდომარეს, ოთარ არბოლიშვილის სახელი და გვარი უნდა იყოს მითითებული „ყ** მუხაძე ასულიყო“ ეწერა.

ოთარ არბოლიშვილი ბორჯომში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია, ცესკოს წინასწარი მონაცემები მან ამომრჩეველთა ხმების  68.42% მიიღო.