ქუთაისის სამ ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესი არ დაწყებულა

454

5 ოქტომბერს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში  სააღმზრდელო  პროცესი დაიწყო. თუმცა, ქუთაისის სამ საბავშვო  ბაღში (N7, N13 და N23) პროცესი არ განახლებულა. ა(ა)იპ ქუთაისის  ბაგა-ბაღების  გაერთიანების დირექტორის ამბობს, რომ მიზეზი ტექნიკური ხარვეზებია. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.

“N23 ბაღში ტექნიკური პრობლემა იყო, რომელიც რამდენიმე დღეში გამოსწორდება, ხოლო N7 და N13 კორონავისური დაუფიქსირდა თანამშრომლებს, სავარაუდოდ ორ კვირაში გაიხსნება ეს ბაღებიც”, – ამბობს ბაგა-ბაღების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი.

გაერთიანებაში ამბობენ, სასწავლო პროცესი კოვიდრეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

ქუთაისის 37 საბავშვო ფილიალში 7 643 აღსაზრდელია რეგისტრირებული.