წულუკიანის განცხადებიდან კარგად ჩანს, რა დამოკიდებულება აქვს ქუთაისელებთან და პოლიციელებთან- ასე ეხმიანება ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ქვეყნის ვიცეპრემიერის, კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას.
დეკანოიძის თქმით, კარგადაა ცნობილი, რომ თეა წულუკიანი კრიმინალური სამყაროს წევრებთანანაა დაახლოეუბული.
“ამ ქალის ამაზრზენ არსებობას ზოგადად საზღვარი არ აქვს, რა დამოკიდებულება აქვს ქუთაისელებთან და პოლიციელებთან ეს კარგად ჩანს, პირველ რიგში.
თეა წულუკიანის ცხოვრების სამი ცხოვრება არ ეყოფა, რაც ჩემი წინა პროფესიიდან გამომდინარე, მე მინახავს, მათ შორის ჩვენი ღირსეული პოლიციელების ურთულესი მუშაობა.
მე არ ვაპირებ ამ განცხადებაზე პასუხი გავცე, ეს არის სახელმწიფო მოხელის ამაზრზენი განცხადება. პირველ რიგში, კარგად ახსოვს მთელს სახელმწიფოს და ხელისუფლებას, რომ თეა წულუკიანი არის ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად არის კანონიერ ქურდებთან და კრიმინალებთან”, – განაცხადა ხატია წულუკიანმა.
შეგახსენებთ, თეა წულუკიანმა განაცხადა, მეორე ტურში ამომრჩევლის სრული მობილიზაცია უნდა მოახდინონ და არ დაუშვან ქუთაისის “მილიციელების, მილიციელების, კაციჭამიების და ლეშიჭამიების ხელში ჩავარდნა.