ვინ შევა ახალციხის საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატად

590

ახალციხის 13 მაჟორიტარული ოლქიდან 12–ში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ერთში კი „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა.

ცესკოს წინასწარი შედეგებით, ახალციხის N37 საარჩევნო ოლქში არსებული 36 უბნიდან, 34 უკვე დათვლილია. ამჟამინდელი მონაცემებით, კანონმდებლობით დადგენილი 40%–იანი ბარიერი გადალახა და მიღებულ ხმათა უმრავლესობით, საკრებულოში, მაჟორიტარული სიით შემდეგი პირები შევლენ:

 „ქართული ოცნებიდან“ 12 წევრი:

დავით სამსონიძე –  57,83%;

გელა ჭალიძე – 51,07%;

ამბარცუმ ბაბოიანი – 61,9%;

მერი ხაბეიშვილი – 47,86%;

ზურაბი ბარძიმაძე – 60,77%;

სიმონ გელაშვილი – 55,88%;

იოსებ კაპანაძე – 58,15%;

არუთუნ აგაბაბიანი –  80,52%;

პეტროს ვართანიანი–ამომრჩეველთა ხმების  91,19%;

ზაალი ბერიძე–ამომრჩეველთა ხმების  54,56;

ილია კაპანაძე–ამომრჩეველთა ხმების  47,77%.

 „ევროპული საქართველოდან“ 1 წევრი:

ტარიელ ტაბატაძე–ამომრჩეველთა ხმების  49,29%.

ახალციხის საკრებულო 39 წევრისგან დაკომპლექტდება, საიდანაც 13 წევრი მაჟორიტარული წესით იქნება არჩეული, 26 კი პროპორციული.