თბილისის ვიცემერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისში მალე არც ერთი დაუსრულებელი მშენებლობა აღარ იქნება. მისი თქმით, მუნიციპალიტეტმა 9 ათასი ოჯახის პრობლემა უკვე გადაწყვიტა და მათთვის შენდება ბინები, რასაც წლების განმავლობაში ელოდნენ.
როგორც ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა, თბილისში 13 ათასი ოჯახი იყო დაუსრულებელი მშენებლობებისგან დაზარალებული და მათგან 9 ათასი ოჯახის პრობლემა უკვე გადაწყვეტილია.
„ჩვენი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი დაპირებაა, რომ არც ერთი დაუსრულებელი...
ირაკლი ხმალაძემ ნიკა მელიას წინასაარჩევნო დაპირებები შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს არის უპასუხისმგებლობისა და არაკომპეტენტურობის კლასიკური მაგალითი. ვიცე-მერმა ამის შესახებ „ქრონიკაში“ ისაუბრა და განაცხადა, რომ საჯარო სკოლების არცერთი კომპონენტის მართვა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაში არ შედის.
„როდესაც ნიკა მელია ამბობს, რომ უნდა მოხდეს საჯარო სკოლებში კვების ფასის ნულამდე დაყვანა და ეს უნდა მოხდეს რაღაცის ხარჯზე, მუნიციპალიტეტი უნდა ადგეს, გადაიხადოს ეს ფული რაღაცის...
წინა სტატია
ჩვენი ბოლო 4 წლიანი მმართველობის ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკა. საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩენილი უსახლკაროს სტატუსის მქონე ასეულობით ჩვენი მოქალაქისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტა მოიძებნა კახა კალაძის გუნდის მიერ, - ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ჩვენ დღეს დედაქალაქში გვყავს დაახლოებით 400 უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახი. მუნიციპალიტეტს დღემდე არ ჰქონდა საშუალება, რომ მათთვის საცხოვრებელი...
ოპოზიციის წევრები, ფოთში მმართველ პარტიასა და საარჩევნო ადმინისტრაციას საუბნო კომისიის წევრებისა და თავმჯდომარეების გათავისუფლებაში სდებენ ბრალს.
ფოთის მერობის კანდიდატის, გიგი უგულავას შტაბის ხელმძღვანელის თქმით, მმართველმა პარტიამ ზემოთ აღნიშნულ პოზიციებზე დასაქმებულებს, განცხადება წასვლაზე ვითომ პირადი მოტივებით დააწერინეს, სინამდვილეში კი თარხნიშვილის თქმით, რეალური მიზეზი ისაა, რომ მათ ვერ მოახერხეს არჩევნების გაყალბებით, "ოცნებისთვის" სასურველი შედეგის დაწერა.
ლევან თარხნიშვილის თქმით, "ქართული ოცნება" ფოთში დამარცხდა და სადამსჯელო მოქმედებები დაიწყო.
მისივე...
დღეს რაც კახა კალაძემ თქვა, ეს არის სოციალურად დაუცველი ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პენსიონერები, ვისთვისაც ყოველწლიურად 500-ლარიანი ვაუჩერი გამოიყოფა - ეს არის დაახლოებით 40 000-მდე ადამიანი. ის, რაზეც ზურა ჭიაბერაშვილი საუბრობდა, ეს არის სოციალური შემწეობის მიმღები პირები. საუბარია 19 000 ადამიანზე, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„სულ ცოტა უფრო მეტი ყურადღებით რომ გაეცნონ და მოუსმინონ, რა განცხადებები...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ქვეყანაში მწვანე პასპორტები ამოქმედდება, თუმცა ამირან გამყრელიძეს კონკრეტული დრო არ დაუსახელებია.
მისი განმარტებით, მწვანე პასპორტებთან მიმართებაში სხვადასხვა მიდგომა არსებობს და რომელს აირჩევს საქართველო, ეს საკოორდინაციო საბჭომ უნდა გადაწყვიტოს.
" ამოქმედდება, დარწმუნებული იყავით, რომ ამოქმედდება. მე ვერ გეტყვით როდიდან, თარიღს მე ვერ ვადგენ. მრავალი მიდგომაა მწვანე პასპორტებთან მიმართებაში მრავალი მიდგომაა, რომელს აირჩევს საქართველო ობცია ერთი, ორი, სამი, წარდგენილი...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 23 ოქტომბრიდან თბილისში 54 ახალი მიკროავტობუსი და 88 ავტობუსი მოემსახურება. მისი თქმით, ხაზზე 38 ISUZU მარკის 8-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს.
მერიის ინფორმაციით, ავტობუსებისა და მიკროავტობუსები შემდეგ მარშრუტებზე იმოძრავებენ:
#319 ვარკეთილიდან ვაზისუბნის დასახლების გავლით, მახათას მთის, ხუდადოვის ქუჩისა და სადგურის მოედნის მიმართულებით, უკუმიმართულებით კი, მარშრუტი სადგურის მოედნიდან მეტროსადგურ ვარკეთილამდე იმოძრავებს;
#415 გადაადგილდება ევხიტი ჟვანიას 25-ის მიმდებარე ტერიტორიიდან,...
ოპოზიციის დღის წესრიგი რეალობასთან აცდენილია - რევოლუციური სცენარი არ გამოუვათ და მეორე რევოლუციურ სცენარს ადგებიან, - აღნიშნული შეფასება "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.
"არჩევნების მეორე ტურამდე ლამის ერთი კვირაა დარჩენილი და ახლა გაახსენდათ, რომ თურმე ადგილობრივი არჩევნებია, დედაქალაქის საკითხებზე უნდა იმსჯელოს და გუნდი წარმოადგინონ. ერთ-ერთმა დეპუტატმა თქვა, “ბასტი-ბუბუში” არიან გახვეულებიო. აქედან გამომდინარე, “ნაციონალურ მოძრაობას” პასუხისმგებლიან გუნდად არ აღვიქვამ, რომელმაც შეიძლება რამე მართოს,...
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, თბილისის მომავალ მთავრობაში „ლელოს“ და „დროას“ საკვანძო პოზიციები ექნებათ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას მიერ ჩრდილოვანი კაბინეტის წარდგენასთან დაკავშირებით განუცხადა.
„თბილისის კოალიციური მთავრობის წარდგენა დღეს საღამოს იქნება. „ლელოს“ ექნება საკვანძო პოზიციები, ისევე როგორც „დროას“ ექნება საკვანძო პოზიციები თბილისის მომავალ მთავრობაში და ეს მთავრობა ფორმირდება, პირველ რიგში, კომპეტენციის საფუძველზე და იმის საფუძველზე, რომ ჩვენ...
გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში მასწავლებელთა 4 ვაკანსიაა გამოცხადებული. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გორის N7 სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებლის ადგილია ვაკანტური, N12 სკოლაში კი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის პოზიციაა ვაკანტური.
გარდა ამისა, 2 ვაკანსიაა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის საჯარო სკოლაში – მუსიკის და სახვითი ხელოვნების პედაგოგის ადგილია ვაკანტური.
როგორც ცნობილია, მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ და „დროას" ლიდერებმა კოალიციური თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.
როგორც "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, "დროამ" და "ლელომ" ერთიანი ფრონტი, პლატფორმა ქვეყნის 30-წლიანი ერთპარტიული მმართველობიდან გამოსაყვანად შექმნა.
"ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც გამოწვეულია 30 -წლიანი ერთპარტიული მმართველობიდან, ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების არ არსებობიდან, გაჩერებული ეკონომიკიდან, უმუშევრობისა და უამრავი სხვა პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა გარღვევა და ყველა ძალის კონსოლიდაცია, რომელიც ფიქრობს...
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის ინფორმაციით, 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტების ნაწილში ცვლილებები იგეგმება.
როგორც გორგოძემ განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცვლილებები მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე გეოგრაფიის ტესტებს შეეხება.
„გვაქვს მცირე სიახლე ქართული ენისა და ლიტერატურის 2022 წლის საგამოცდო ტესტის ფორმატში. ცვლილება შეეხო გეოგრაფიის საგამოცდო ტესტსაც. საგამოცდო ტესტის ფორმატი ან მისი ცალკეული დავალებები სხვადასხვა საგანში გამოცდების...
ბერბუკში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია იწყება. გორის მერიის ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე მიმდინარეობს.
„სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 849 410 ლარს შეადგენს. იგეგმება გზის სამი მონაკვეთის რეაბილიტაცია. მათი ჯამური სიგრძე 1 181 მეტრია. გზის პირველი მონაკვეთი, რომლის სიგრძეც 525 მეტრია, წარმოადგენს სოფელთან მისასვლელ გზას. გზის მეორე, 465 მეტრიანი მონაკვეთი, სოფელ სვენეთისკენ მიმავალი გზიდან იწყება და მიმდებარე ტერიტორიაზე მოქმედ...
"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, არ დაუჭიროს მხარი და დაუყოვნებლივ გაიწვიონ უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ კანონპროექტი, რომელიც პოლიტიკური სუბიექტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შემქმნელი სააგიტაციო და სარეკლამო მასალის გავრცელების აკრძალვას ითვალისწინებს.
"მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ კანონპროექტს და დაუყოვნებლივ გაიწვიოს სადავო დოკუმენტი. წარმოდგენილი ცვლილებები არ ემსახურება ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას და პოლარიზაციის შემცირებას, აგრეთვე, ის ზღუდავს...
დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ექსკურსიამძღოლ ელზა ზოდელავას, მუზეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა საყვედური გამოუცხადა. ანზორ ოყუჯავას ხელმოწერილი ფურცელი მან 16 ოქტომბერს მიიღო.
ელზა ზოდელავა "ლაივპრესთან" საუბარში ამბობს, რომ ამ დოკუმენტს სასამართლოში გაასაჩივრებს. მანამდე კი, მუზეუმის ადმინისტრაციისგან გამოითხოვს ანზორ ოყუჯავას და თანამშრომლების 15 სექტემბრის შეხვედრის ოქმს, სადაც ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს სიტყვიერად დაუპირისპირდა. ასევე, ყველა საჭირო დოკუმენტს.
"უნდა მოხდეს სრული ჩანაწერის მოსმენა, და არა...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ გარემოს დაცვის სამსახური ათასობით ლარის ჯარიმებს ხის ჭრისთვის უკანონოდ უწერს.
მოსახლეობა ამბობს, რომ სათბობი შეშის გამოტანის უფლება და შესაბამისი დოკუმენტიც აქვთ. აქციის მონაწილეები ადგილობრივ ხელისუფლებას მათი პრობლემით დაინტერესებას სთხოვენ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, შესაბამისი სამსახურები ადგილზე სწავლობენ სიტუაციას და გადაწყვეტილებას მოსახლეობას მოგვიანებით გააცნობენ.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































