ჩვენი ბოლო 4 წლიანი მმართველობის ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკა. საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩენილი უსახლკაროს სტატუსის მქონე ასეულობით ჩვენი მოქალაქისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტა მოიძებნა კახა კალაძის გუნდის მიერ, – ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ჩვენ დღეს დედაქალაქში გვყავს დაახლოებით 400 უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახი. მუნიციპალიტეტს დღემდე არ ჰქონდა საშუალება, რომ მათთვის საცხოვრებელი ფართი გამოეყო. ჩვენ რამდენიმე ცვლილება განვახორციელეთ ქალაქგეგმარებით კანონმდებლობაში და დეველოპერული კომპანიების საშუალებით საბინაო ფონდისთვის საკუთრებაში წამოვიღეთ საცხოვრებელი ბინები. ამ აქტივების საშუალებით ჩვენ ვაპირებთ ეს ოთხასივე ოჯახი დავაკმაყოფილოთ და მათ სარგებლობაში გადავცეთ ბინები“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.