„ლელოს“ და „დროას” ლიდერებმა კოალიციური თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს

347

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ და „დროას” ლიდერებმა კოალიციური თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

როგორც “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, “დროამ” და “ლელომ” ერთიანი ფრონტი, პლატფორმა ქვეყნის 30-წლიანი ერთპარტიული მმართველობიდან გამოსაყვანად შექმნა.

“ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც გამოწვეულია 30 -წლიანი ერთპარტიული მმართველობიდან, ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების არ არსებობიდან, გაჩერებული ეკონომიკიდან, უმუშევრობისა და უამრავი სხვა პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა გარღვევა და ყველა ძალის კონსოლიდაცია, რომელიც ფიქრობს პროდასავლურად, ქართულად და სახელმწიფოებრივად. ჩვენ შევიკრიბეთ “დროა” და “ლელო”, რათა შევქმნათ ერთიანი ფრონტი, ერთიანი პლატფორმა იმისათვის, რომ ყველა პროდასავლური ძალა, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც უნდა ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამოყვანა, შემოგვიერთდეს და ერთხელ და სამუდამოდ შევქმნათ პროდასავლური, კოალიციური მმართველობა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ მომავალში ამ ქვეყანაში ერთ პიროვნებას და პარტიას არ ჰქონდეს ფუფუნება გადაწყვიტოს როგორ იცხოვროს საქართველომ. ეს არის სწორედ იმ კონსულტაციების შედეგი, რომელიც ელენე ხოშტარიასთან და მის თანაგუნდელებთან გავმართეთ და ჩვენი მიზნები და ამოცანები ემთხვევა ერთმანეთს. ჩვენ ვიქნებით პლატფორმა, რომელიც ერთპარტიულობის დასრულების და ჯანსაღი კოალიციის გარანტი იქნება. გარანტი, რომელიც არავის არ მისცემს უფლებას ერთპარტიული მმართველობის საშუალებას.

მე მიხარია, რომ ამ დოკუმენტს ვაწერთ ხელს, რომელიც იქნება გარდამტეხი დოკუმენტი.

10 დღეში თუ ჩვენ ყველა ერთად მივხვდებით, რომ კოალიციას, მრავალფეროვნებას არ აქვს ალტერნატივა, მაშინ ეს არის ის მომენტი, როცა ყველა ჩვენგანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მოვიდეს არჩევნებზე და ერთპარტიულ მმართველობას დაუპირისპიროს მრავალპარტიული მმართველობა”, – განაცხადა ხაზარაძემ.