ბერბუკში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია იწყება. გორის მერიის ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე მიმდინარეობს.
„სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 849 410 ლარს შეადგენს. იგეგმება გზის სამი მონაკვეთის რეაბილიტაცია. მათი ჯამური სიგრძე 1 181 მეტრია. გზის პირველი მონაკვეთი, რომლის სიგრძეც 525 მეტრია, წარმოადგენს სოფელთან მისასვლელ გზას. გზის მეორე, 465 მეტრიანი მონაკვეთი, სოფელ სვენეთისკენ მიმავალი გზიდან იწყება და მიმდებარე ტერიტორიაზე მოქმედ ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურთან სრულდება. გზის მესამე, 191 მეტრიანი მონაკვეთი კი, თბილისი – სენაკი – ლესელიძის საავტომობილო გზიდან სოფელ სვენეთისკენ მიემართება.აღნიშნულ მონაკვეთებზე გზის საფარი მნიშვნელოვნად დაზიანებულია, სადაც ძველი ასფალტის მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი.
პროექტის მიხედვით, გარდა საავტომობილო ნაწილისა, რეაბილიტირდება მიერთებები და ეზოებში შესასვლელებიც“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.