დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ქვეყანაში მწვანე პასპორტები ამოქმედდება, თუმცა ამირან გამყრელიძეს კონკრეტული დრო არ დაუსახელებია.
მისი განმარტებით, მწვანე პასპორტებთან მიმართებაში სხვადასხვა მიდგომა არსებობს და რომელს აირჩევს საქართველო, ეს საკოორდინაციო საბჭომ უნდა გადაწყვიტოს.
“[მწვანე პასპორტები] ამოქმედდება, დარწმუნებული იყავით, რომ ამოქმედდება. მე ვერ გეტყვით როდიდან, თარიღს მე ვერ ვადგენ. მრავალი მიდგომაა მწვანე პასპორტებთან მიმართებაში მრავალი მიდგომაა, რომელს აირჩევს საქართველო ობცია ერთი, ორი, სამი, წარდგენილი უნდა იყოს საკოორდინაციო საბჭოზე”,-თქვა ამირან გამყრელიძემ.
მწვანე პასპორტი ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტია, მისი საშუალებით, მოქალაქეებს საშუალება აქვთ დახურულ ადგილებში გადაადგილდნენ. ის ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში უკვე გამოიყენება.