ჯარიმები ხის ჭრისთვის – ლაგოდეხში მოსახლეობა სანქციებს აპროტესტებს

684

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ გარემოს დაცვის სამსახური ათასობით ლარის ჯარიმებს ხის ჭრისთვის უკანონოდ უწერს.

მოსახლეობა ამბობს, რომ სათბობი შეშის გამოტანის უფლება და შესაბამისი დოკუმენტიც აქვთ. აქციის მონაწილეები ადგილობრივ ხელისუფლებას მათი პრობლემით დაინტერესებას სთხოვენ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, შესაბამისი სამსახურები ადგილზე სწავლობენ სიტუაციას და გადაწყვეტილებას მოსახლეობას მოგვიანებით გააცნობენ.