სოფელ ჭანიეთის საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ჭანიეთის საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოებს დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია გაეცნო. ინფორმაციას "გურიის მოამბე" ავრცელებს. მშენებლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით მიმდინარეობს. სოფელ ჭანიეთში სკოლის არარსებობის გამო მოსწავლეები სასწავლო პროცესს სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში გადიან. 90 ბავშვზე გათვლილი ახალი შენობა ევროპული სტანდარტების შესაბამისად შენდება....
2018 წელს ხარაგაულში 22 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება - ამისათვის მუნიციპალიტეტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 5 225 48 ლარს მიიღებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული თანხა, ძირითადად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება. კერძოდ, დაგეგმილია სოფელ ლახუნდარის (ქვედა ლახუნდარა, ეკლესიის უბანი) ცენტრალური გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, რისთვისაც რეგფონდიდან 226,600 ლარია გამოყოფილი. ამავე ფონდიდან სოფელ წყალაფორეთში საუბნო გზების რეაბილიტაციისთვის...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუნიციპალიური გენდერული თანასწორობის საბჭო შეიქმნა. საკითხს გუშინ საკრებულოს სესიაზე უყარეს კენჭი. საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან საკრებულოს თანაშრომლები, არასამთავრობო ორგანიზიაციის, მედიისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები. ინფორმაციას iregions.ge ავრცელებს. "საქართველოს პარლამენტში არსებობს გენდერული საკონსულტაციო საბჭო და სწორედ საკანონმდებლო ორგანო კურირებს მუნიციპალიტეტებში ამ საკითხს. თუ ვინ იქნებიან საბჭოს შემადგენლობაში, სავარაუდო სია უკვე შედგენილი გვაქვს. ვიმუშავებთ ისეთ თემებზე, როგორიცაა ოჯახში ძალადობა, ნაადრევი ქორწინება,...
ახმეტის მუნიციპალიტეტში ახალი ჰიდროელექტროსადგური - „სამყურისწყალი 2“ აშენდება. ინფორმაციას knews.ge ავრცელებს. ახმეტის მერიაში ამბობენ, რომ მდინარე სამყურისწყალზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ გასცა. უწყების ინფორმაციით, ჰესი 26 მეგავატი სიმძლავრის იქნება და მას კომპანია „ფერი“ ააშენებს.
გორის კერძო სკოლა ,,თამარიონში“ სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული შეხვედრა გაიმართა, სადაც უფროსი კლასების მოსწავლეებმა საკუთარ საჭიროებებზე ისაუბრეს. 20-მდე ახალგაზრდა ოთხ ჯგუფად დაიყო და იმ პრობლემების ჩამონათვალი გააკეთეს, რომელთა მოგვარებაც, მათი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს. მოსწავლეები ქალაქში გასართობი ცენტრების ნაკლებობაზე საუბრობენ და ფიქრობენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ კინოკულტურას უნდა შეუწყოს ხელი და კინოთეატრის ფუნქციონირება განაახლოს. აღნიშნული შეხვედრით, შიდა...
წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩაზე და სოფელ ფარცხანაყანევში, კოპიტნარის დევნილთა დასახლებებში საბავშვო ბაღები აშენდება. ინფორმაციას წყალტუბოს მერია ავრცელებს. მშენებლობა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, აღნიშნული ორგანიზაციისა და ა(ა)ი.პ ,,კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს’’ წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ პირებს შეხვდნენ. სტუმრებმა მუნიციპალიტეტის მერთან გრიგოლ იოსელიანთან და მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილთან ერთად დაათვალიერეს ბაღებისთვის შერჩეული ადგილები, შეხვდნენ...
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხონის მუნიციპალიტეტში 4 პროექტი 1 437 231 ლარით დაფინანსდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სამი პროექტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს, ერთი პროექტის მიხედვით კი, დაგეგმილია ხონის N1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, რომელიც რეგფონდიდან 333,276 ლარით დაფინანსდება. ამავე ფონდიდან დაფინანსდება სოფელ მათხოჯში მთავარი გზიდან ბარაბაძეების უბნის გზის მოასფალტება, რომლისთვისაც  328,081 ლარია გათვალისწინებული, სოფელ დედალაურის გზის...
თბილისის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური  მოძრაობის" მიერ მოწვეული რიგგარეშე სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. "ნაციონალურ მოძრაობას" სხდომაზე, რომელზეც ვარკეთილის მეტროში მომხდარზე უნდა ემსჯელათ, მიწვეული ჰყავდა თბილისის მერი კახა კალაძე, ყოფილი მერი დავით ნარმანია და სხვა პასუხისმგებელი პირები. საკრებულოში არცერთი მათგანი არ გამოჩენილა. "ქართული ოცნების" დეპუტატები ამბობენ, რომ მათ არ აქვთ დრო დაესწრონ ნაციონალების მოწვეულ სხდომას. 5 თებერვალს ვარკეთილის მეტროს შესახებ...
ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ გლოლაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. ონის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების სამშენებლო სამუშაოებმა 109 721 ლარი შეადგინა. საბავშვო ბაღი, სადაც ამ ეტაპზე 9 აღსაზრდელი ისწავლის, თანამედროვე, ეკოლოგიურად უსაფრთხო ინვენტარით არის აღჭურვილი. ბაღის გახსნაზე რაჭა-ლეჩუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
2018 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჭიათურის მუნიციპალიტეტი 5 პროექტისთვის 3 344 295 ლარს მიიღებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნული თანხა მთლიანად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება. კერძოდ, 2018 წელს დაგეგმილია მემორიალი-რგანი-ხრეითის საავტომობილო გზის აღდგენა, რისთვისაც რეგფონდიდან 728,572 ლარია გამოყოფილი. ასევე, დაგეგმილია ჭიათურა-ხვაშითის საავტომობილო გზის აღდგენა, რაც რეგფონდიდან 625,776 ლარით დაფინანსდება. მიმდინარე წელს ასფალტ-ბეტონის საფარით მოეწყობა, ასევე, სოფელ...
წყალტუბოში ანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. წლის ბოლოდან, წყალტუბო მიიღებს თანამედროვე ტიპის ბიოლოგიურად გამწმენდს ნაგებობას, რომლის მეშვეობითაც მდინარეში ჩამდინარე წყალი გაიფილტრება. რეგიონში ეკოლოგიური პრობლემის მოსაგვარებლად  9 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ათეული წლის განმავლობაში, წყლის ფეკალური მასები მდინარეში ჩაედინებოდა. პროექტის განხორციელების შედეგად, მრავალწლიან პრობლემა სრულად აღმოიფხვრება. ამ ეტაპზე დასუფთავდა...
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 3 062 793 ლარით 10 პროექტი დაფინანსდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნული თანხა, უმეტესად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება. კერძოდ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში დაგეგმილია გზის ბეტონის საფარით მოწყობა, რომელიც რეგფონდიდან 223,422 ლარით დაფინანსდება, ხოლო სოფელ ყუმისთავში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 334,480 ლარი გამოიყოფა. მსგავსი სამუშაო...
სიღნაღის მერის ყოფილი თანაშემწე გენდერულ საკითხებში მაია სუხიშვილი მერს, გოგი გოგილაშვილს სასამართლოში უჩივის და სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებაში ადანააულებს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. სუხიშვილის ამბობს, რომ მერმა მიმდინარე წლის 1 იანვირდან ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა, რის გამოც დაირღვა დასაქმებულის უფლება. ამ და სხვა მიზეზების გათვალისწინებით სუხიშვილი სახალხო დამცველს და სასამართლოს უახლოეს პერიოდში მიმართავს. "სიღნაღის მერიას ვთხოვ კომპენსაციას, ასევე დამაბრუნოს სამსახურში და , ბუნებრივია, უნდა ამინაზღაუროს...
ყვარლის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდით დაფინანსებული 8 პროექტიდან 7 სოფლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება. ამ დროისთვის ყვარელს პროექტების განსახორციელებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან 2 007 847 ლარი აქვს გამოყოფილი. აღნიშნული თანხით საბავშვო ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია, საგზაო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა დაგეგმილი. მიმდინარე წელს სოფელ კუჭატანში სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზა მოასფალტდება, რისთვისაც რეგფონდიდან 222,028 ლარი გამოიყოფა. დაგეგმილია, ასევე, სოფელ შაქრიანში ცენტრალური გზის მოწესრიგებაც. აღნიშნულ...
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საგარეჯოს მუნიციპალიტეტს ამ დროისთვის მხოლოდ სამი პროექტი დაუფინანსდა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 108 966 ლარი გამოეყო. პროექტების განსახორციელებლად თანხის ნაწილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა, დიდი ნაწილი კი სწორედ ცენტრალური ბიუჯეტიდან ანაზღაურდება. მიმდინაარე წელს ქალაქ საგარეჯოში საფეხბურთო სტადიონისა და საჭიდაო დარბაზის რეაბილიტაციის სამუშაოებია დაგეგმილი, რისთვისაც რეგფონდიდან 506,742 ლარი დაიხარჯება. წელსვე სოფელ პატარძეულში ჩიხლაანთ უბნის გზის მოასფალტების სამუშაოები ჩატარდება და...
თელავის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ამ დროისთვის 1 345 038 ლარია გამოყოფილი და ის 6 მუნიციპალური პროექტის განხორციელებას მოხმარდება. პროექტების განსახორციელებლად თანხის ნაწილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა, დიდი ნაწილი კი სწორედ ცენტრალური ბიუჯეტიდან ანაზღაურდება. 6 პროექტიდან 4 ქალაქ თელავში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება. სოფლებში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად კი მხოლოდ 2 პროექტია დაფინანსებული. შესაბამისად, რეგფონდიდან გამოყოფილი თანხის უმეტესი ნაწილიც სწორედ ქალაქის საჭიროებებს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ