საგარეჯოს რეგფონდიდან მხოლოდ 3 ინფრასტრუქტურული პროექტი დაუფინანსდა

975

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საგარეჯოს მუნიციპალიტეტს ამ დროისთვის მხოლოდ სამი პროექტი დაუფინანსდა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 108 966 ლარი გამოეყო. პროექტების განსახორციელებლად თანხის ნაწილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა, დიდი ნაწილი კი სწორედ ცენტრალური ბიუჯეტიდან ანაზღაურდება.

მიმდინაარე წელს ქალაქ საგარეჯოში საფეხბურთო სტადიონისა და საჭიდაო დარბაზის რეაბილიტაციის სამუშაოებია დაგეგმილი, რისთვისაც რეგფონდიდან 506,742 ლარი დაიხარჯება.

წელსვე სოფელ პატარძეულში ჩიხლაანთ უბნის გზის მოასფალტების სამუშაოები ჩატარდება და მას სახელმწიფო ბიუჯეტი 427,481 ლარით დააფინანსებს.

მესამე პროექტი, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, მანავში გადასასვლელი ხიდის მოწყობაა. სამუშაოებისთვის რეგფონდიდან 174,743 ლარი გამოიყოფა.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს მასშტაბით, ჯამში, ამ ეტაპზე 140 მლნ 800 000 ლარია გამოყოფილი.