რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჭიათურაში 2018 წელს 5 პროექტი დაფინანსდება

589

2018 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჭიათურის მუნიციპალიტეტი 5 პროექტისთვის 3 344 295 ლარს მიიღებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნული თანხა მთლიანად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება.

კერძოდ, 2018 წელს დაგეგმილია მემორიალი-რგანი-ხრეითის საავტომობილო გზის აღდგენა, რისთვისაც რეგფონდიდან 728,572 ლარია გამოყოფილი. ასევე, დაგეგმილია ჭიათურა-ხვაშითის საავტომობილო გზის აღდგენა, რაც რეგფონდიდან 625,776 ლარით დაფინანსდება.

მიმდინარე წელს ასფალტ-ბეტონის საფარით მოეწყობა, ასევე, სოფელ სარქველეთუბანში საავტომობილო გზა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 878,675 ლარია გათვალისწინებული.

პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ქვაციხის გზატკეცილი-ვაჭევის საავტომობილო გზის აღდგენა, რომელზეც რეგფონდიდან 640,897 ლარი დაიხარჯება, ხოლო ვაციხის გზატკეცილი-ჯვარიეწერის საავტომობილო გზის აღდგენას რეგფონდი 470,375 ლარით დააფინანსებს.