რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხონის მუნიციპალიტეტში 4 პროექტი 1 437 231 ლარით დაფინანსდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სამი პროექტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს, ერთი პროექტის მიხედვით კი, დაგეგმილია ხონის N1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, რომელიც რეგფონდიდან 333,276 ლარით დაფინანსდება.
ამავე ფონდიდან დაფინანსდება სოფელ მათხოჯში მთავარი გზიდან ბარაბაძეების უბნის გზის მოასფალტება, რომლისთვისაც 328,081 ლარია გათვალისწინებული, სოფელ დედალაურის გზის მოასფალტების გაგრძელებისთვის კი რეგფონდიდან 464,274 ლარია გამოყოფილი.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა სოფელ მათხოჯის დედათა მონასტერთან მისასვლელი გზის რებილიტაციით დასრულდება, რისთვისაც 311,600 ლარია გათვალისწინებული.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს მასშტაბით, ჯამში, ამ ეტაპზე 140 მლნ 800 000 ლარია გამოყოფილი.