ახმეტის მუნიციპალიტეტში ახალი ჰიდროელექტროსადგური – „სამყურისწყალი 2“ აშენდება. ინფორმაციას knews.ge ავრცელებს.
ახმეტის მერიაში ამბობენ, რომ მდინარე სამყურისწყალზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ გასცა.
უწყების ინფორმაციით, ჰესი 26 მეგავატი სიმძლავრის იქნება და მას კომპანია „ფერი“ ააშენებს.