წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩაზე და სოფელ ფარცხანაყანევში, კოპიტნარის დევნილთა დასახლებებში საბავშვო ბაღები აშენდება. ინფორმაციას წყალტუბოს მერია ავრცელებს.
მშენებლობა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, აღნიშნული ორგანიზაციისა და ა(ა)ი.პ ,,კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს’’ წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ პირებს შეხვდნენ.
სტუმრებმა მუნიციპალიტეტის მერთან გრიგოლ იოსელიანთან და მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილთან ერთად დაათვალიერეს ბაღებისთვის შერჩეული ადგილები, შეხვდნენ მოსახლეობას და იმსჯელეს სკოლამდელი ასაკის დევნილი ბავშვებისთვის კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით დაგეგმილ ეფექტურ ღონისძიებებზე.