წყალტუბოში ანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. წლის ბოლოდან, წყალტუბო მიიღებს თანამედროვე ტიპის ბიოლოგიურად გამწმენდს ნაგებობას, რომლის მეშვეობითაც მდინარეში ჩამდინარე წყალი გაიფილტრება. რეგიონში ეკოლოგიური პრობლემის მოსაგვარებლად 9 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
ათეული წლის განმავლობაში, წყლის ფეკალური მასები მდინარეში ჩაედინებოდა. პროექტის განხორციელების შედეგად, მრავალწლიან პრობლემა სრულად აღმოიფხვრება. ამ ეტაპზე დასუფთავდა ტერიტორია, მიმდინარეობს რკინა-ბეტონის სამუშაოები და რეზერვუარების მოწყობა.
კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება. პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) ფინანასური მხარდაჭერით ხორციელდება.