სიღნაღის მერის ყოფილი თანაშემწე გენდერულ საკითხებში მაია სუხიშვილი მერს, გოგი გოგილაშვილს სასამართლოში უჩივის და სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებაში ადანააულებს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
სუხიშვილის ამბობს, რომ მერმა მიმდინარე წლის 1 იანვირდან ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა, რის გამოც დაირღვა დასაქმებულის უფლება. ამ და სხვა მიზეზების გათვალისწინებით სუხიშვილი სახალხო დამცველს და სასამართლოს უახლოეს პერიოდში მიმართავს.
“სიღნაღის მერიას ვთხოვ კომპენსაციას, ასევე დამაბრუნოს სამსახურში და , ბუნებრივია, უნდა ამინაზღაუროს მიყენებული მორალური ზიანი”, – ამბობს სუხიშვილი.
სიღნაღის მერი გოგი გოგილაშვილის განმარტებით, სუხიშვილი მასზე დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ვერ ასრულდებდა, რის გამოც კანონის შესაბამისად ის სამსახურიდან გაათავისუფლა.
გოგილაშვილის თქმით, მან ყოფილ თანამშრომელს სხვა სამსახური შესთავაზა, თუმცა სუხიშვილმა უარი უთხრა.