წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება 2 233 414.41ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "აგრომშენსერვისი" აწარმოებს. როგორც მერიაში აცხადებენ, ახალი საჯარო სკოლა 120 მოსწავლეზეა გათვლილი და მშენებლობის დასრულების შემდეგ, შენობა თანამედროვე სტანდარტების დონეზე კეთილმოეწყობა. მათივე ინფორმაციით, სკოლის მშენებლობა 2019 წლის ოქტომბერში დასრულდება
ჩუღურეთის რაიონში, რამდენიმე მისამართზე, კერძოდ არაგვისპირელის შესახვევში, გურგენიძის, ტაშირისა და მარჯანიშვილის ქუჩის N29 მიმდებარედ, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. გამგეობის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ამჟამად აღნიშნულ ქუჩებზე გზის დაზიანებული საფარის დემონტაჟი მიმდინარეობს, რის შემდეგაც, 2 500 კვადრატულ მეტრზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება. ჩუღურეთის რაიონის დაკვეთით, სამუშაოებს შპს "პარმა“ აწარმოებს. შეგახსენებთ, რომ ჩუღურეთის რაიონში 9 თვეში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 8 893 622 ლარი დაიხარჯა.
მთაწმინდის რაიონში ლერმონტოვის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასრულდა. გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნული გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო. ამასთან, კაპიტალურად შეკეთდა და მოასფალტა საფეხმავლო ზონები, რომლის გასწვრივ ბაზალტის ახალი ბორდიური მოეწყო, ასევე, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციაც. როგორც გამგეობაში აცხადებენ, სამუშაოების ფარგლებში, ჯამში 3 400 კვ.მ. გზის ფართობი რეაბილიტირდა. შეგახსენებთ, რომ მთაწმინდის რაიონში 9 თვეში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 7 657 513 ლარი დაიხარჯა.
ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსს აშოტ რაისიანსა და ენმ-ის წევრებს თავს დაესხნენ. მისი თქმით, ენმ-ის წევრებს ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოანი ძმასთან ერთად ოფისში დაესხა თავს, როგორც რაისიანი ამბობს, მათ ხელკეტებით გაუსწორდნენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. შემთხვევის შემდეგ, საავადმყოფოში 4 დაშავებული თავის არეში მიყენებული დაზიანებებით გადაიყვანეს. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკი–ის 239 მუხლის მე-2 და მე-3...
ქალაქ მარნეულში მონუმენტური ძეგლის "კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. მერიის ცნობით, აღნიშნული სამუშაოები 2 ეტაპად განხორციელდება, რისთვისაც ტენდერი უკვე გამოცხადებულია. "მოგეხსენებათ ტერიტორიაზე, რომელზეც განთავსებულია მონუმენტური ძეგლი (ავტორი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი) ,,კიდევაც დაიზრდებიან“ შესრულებულია 1975 წელს და მიძღვნილია მე-2 მსოფლიო ომში დაღუპული მეომრებისადმი. იგი ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი სკულპტურული მემორიალია და ქართული ქანდაკების თვალსაჩინო ნამუშევარს წარმოადგენს, ამიტომაც მას მინიჭებული...
საქართველოში პირველად დამბალი ხაჭოს ქარხნული წარმოება დაიწყება. საწარმო, რომელიც აღნიშნულ პროდუქციას დაამზადებს დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შუაფხოში შენდება და მისი წარმადობა 1,5 ტონა იქნება. ინფორმაციას BM.GE  ავრცელებს. "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში" აცხადებენ, რომ საწარმოს მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება და მომავალი წლიდან ექსლუატაციაში შევა. პროექტი "მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ - საძოვრების რაციონალურად გამოყენების" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც კოოპერატივებს რძის პროდუქტების...
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი ინფრასტრუქტურის დაპროექტების და შემდგომში მშენებლობის ვადები კვლავ გაურკვეველია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული რიგით მესამე ტენდერი ისევ უშედეგოდ დასრულდა. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს. ტენდერში 5 კომპანია მონაწილეობდა, თუმცა კომისიამ ყველა მათგანის დისკვალიფიკაცია მოახდინა. დეპარტამენტი უკვე თითქმის ერთი წელია ცდილობს გამოავლინოს კომპანია, რომელიც პორტთან მისასვლელ საავტომობილო გზასა და რკინიგზის ხაზს დააპროექტებს. ამ მიზნით 11 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
ბათუმის ცენტრალურ პარკში მოსახლეობა გარეგანათების ბოძებზე ღია სადენების დალუქვას ითხოვს, მათი თქმით, რამდენიმე თვეა ბოძებზე მავთულები ღია მდგომარეობაშია. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ბათუმის მერიაში კი ამტკიცებენ, რომ მონიტორინგს ახორციელებენ და კვირაში 3-ჯერ მაინც ლუქავენ ღია სადენებს. კითხვაზე, ბოლოს როდის დალუქეს სადენები,  სულხან ევგენიძის ინფორმაციით გასულ კვირას. მისივე მტკიცებით, ბოძებზე ლუქებს მოქალაქეები ხსნიან და ტელეფონის დასამუხტად იყენებენ. https://youtu.be/keT1kH9Jsp8
ბონის დასახლებაში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ოქტომბრიდან თვენახევრის განმავლობაში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, გოგოლისა და სერგი მესხის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემოვლითი გზით. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში სატრანსპორტო მოძრაობა, მონაკვეთების მიხედვით, ეტაპობრივად შეიზღუდება. მერიის ცნობით, მაიაკოვსკის ქუჩის რეაბილიტაცია 2019 წლის ივნისში უნდა დასრულდეს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 4 703 999 ლარს შეადგენს.
წინა სტატია გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატისთვის თანხის შეწირვას ისევ აპირებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. "თუ იქნება მეორე ტური, ისევ დავეხმარები სალომე ზურაბიშვილს. იმდენს არა, რაც უკვე გადავრიცხე არჩევნებამდე, თუმცა რაღაც ნაწილს გავიღებ, თუ საჭირო გახდება", - ამბობს პარლამენტის წევრი, იოსებ მაკრახიძე. “ქართული ოცნების” მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 50 000 ლარი შესწირა. მანამდე კი ამბობდა რომ...
ხუთი თვის წინ, როცა ქუთაისის მერიამ თეთრი ხიდის რეაბილიტაცია დაანონსა, თან ხიდის ესკიზიც გაასაჯაროა. ხიდის განახლებული ვერსია საზოგადოების დიდმა ნაწილმა თავიდანვე დაიწუნა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. საზოგადოების ნაწილისთვის განსაკუთრებით მიუღებელი აღმოჩნდა ხიდზე იმიტირებული თეთრი ქვების განთავსების იდეა, რადგან თვლიდნენ, რომ ქვები მდინარეშიც საკმარისი იყო.  ადგილობრივმა ხელისუფლებამ მაშინ თავი იმით იმართლა, რომ ხიდის პროექტი ქალაქს არქიტექტორმა გია ხუჯაძემ აჩუქა. საბოლოოდ კი მერიამ ხიდზე...
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ხანდო-ასპინძის 5 კმ-იანი მაგისტრალისა და სათავე ნავებობის რეაბილიტაცია დაასრულა. სამუშაოების შედეგად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, წყლის დებეტი გაიზარდა და დაბა ასპინძაში მცხოვრებ 800-ზე მეტი ოჯახისთვის სასმელი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა. "ასპინძის მაცხოვრებლებს ათეული წლებია სასმელი წყალი 2-საათიანი გრაფიკით მიეწოდება. უახლოეს მომავალში, წყალმომარაგების რაციონალურად გამოყენების მიზნით, აბონენტების ინდივიდუალური გამრიცვხელიანებაც დასრულდება. შედეგად, მოსახლეობა სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, დღეს 30 ოქტომბერს, კობი-გუდაურის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა დროებით უნდა აეკრძალათ, თუმცა, დეპარტამენტის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები გადაიდო, რის გამოც მოძრაობა აღარ შეფერხდება. "შპს "ფერის“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2018 წლის 30 ოქტომბერს, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე (სოფ. კობი) დაგეგმილი, საბაგირო ტროსების და კაბელების მონტაჟი ვერ ხორციელდება გაუთვალისწინებელი ტექნიკური მიზეზების...
"ერთი წლის წინ კახა კალაძე, საფეხბურთო კლუბ "მილანის“ ყოფილი მცველი და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, თბილისის მერი გახდა. ჩვენ ის უკვე ვაღიარეთ მსოფლიოში ყველაზე მოდურ მერად“, - ამის შესახებ ჟურნალ GQ-ს რუსულენოვანი ვერსია წერს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. არჩევნებში კალაძის გამარჯვებიდან ერთი წლის შემდეგ GQ-ს ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ რა გაკეთდა ქალაქისთვის ამ ვადაში. "პირველ რიგში სწორედ სისტემისა და სტრუქტურის რეფორმით დავიწყეთ, რათა ჩვენ მიერ...
პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა არასამთავრობო სექტორს შეხვდა. შეხვედრაზე კუჭავამ მუნიციპალიტეტებში ნარჩენების გადამუშავების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. კახა კუჭავას თქმით, გარემოს დაცვის და ბუნებრივი დაცვის კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ შეხვედროდა არასამთავრობოებს. მისი თქმით, ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელზეც ყველაზე წუხს ეს არის ნარჩენების მართვის საკითხი. "ჩვენ კოდექსი მიღებული გვაქვს, იმპლემენტაციის ნაწილი დაიწყება მომავალი...
29 ოქტომბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით, თბილისში ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან ტეხურას ქუჩის კვეთამდე მოძრაობა გადაიკეტება. გზის გადაკეტვასტთან დაკავშირებით, თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც droa.ge უცვლელად გთავაზობთ. "თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ჩიქოვანის ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას აწარმოებს, რის გამოც მიმდინარე წლის 29 ოქტომბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით მოძრაობა გადაიკეტება ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან ტეხურას ქუჩის კვეთამდე. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში N38 და N64 მიკროავტობუსები...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ