29 ოქტომბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით, თბილისში ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან ტეხურას ქუჩის კვეთამდე მოძრაობა გადაიკეტება. გზის გადაკეტვასტთან დაკავშირებით, თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
“თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ჩიქოვანის ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას აწარმოებს, რის გამოც მიმდინარე წლის 29 ოქტომბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით მოძრაობა გადაიკეტება ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან ტეხურას ქუჩის კვეთამდე.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში N38 და N64 მიკროავტობუსები მოძრაობას ტეხურასა და ჩიქოვანის ქუჩების გადაკვეთაზე დაასრულებენ”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.