წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება 2 233 414.41ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “აგრომშენსერვისი” აწარმოებს.
როგორც მერიაში აცხადებენ, ახალი საჯარო სკოლა 120 მოსწავლეზეა გათვლილი და მშენებლობის დასრულების შემდეგ, შენობა თანამედროვე სტანდარტების დონეზე კეთილმოეწყობა. მათივე ინფორმაციით, სკოლის მშენებლობა 2019 წლის ოქტომბერში დასრულდება