კახა კუჭავა: მუნიციპალიტეტებში ნარჩენების სეპარირების მეთოდი უნდა დაინერგოს

1144

კახა კუჭავას თქმით, გარემოს დაცვის და ბუნებრივი დაცვის კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ შეხვედროდა არასამთავრობოებს. მისი თქმით, ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელზეც ყველაზე წუხს ეს არის ნარჩენების მართვის საკითხი.

“ჩვენ კოდექსი მიღებული გვაქვს, იმპლემენტაციის ნაწილი დაიწყება მომავალი წლის ბოლოდან. ზუსტად ამ საკითხზე გვინდა წინასწარ ჩავატაროთ მოკვლევა, მოვისმინოთ საზოგადოების, არასამთავრობოების აზრი. ეს იქნება ყველა რეგიონში. ჩვენ წინასწარ გვქონდა მოთხოვნები ამ საკითხზე გაგზავნილი მუნიციპალიტეტების დონეზე, ბიუჯეტის საკითხი განვიხილეთ. აუცილებელია დაინერგოს სეპარირების მეთოდი, აუცილებელია გადამამუშავებელი ქარხნების ქსელი შეიქმნას”,- განაცხადა კუჭავამ.

3 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე, კომიტეტი ელოდება დოკუმენტურად დადასტურებული პოზიციების მიღებას ყველა დაინტერესებული სუბიექტისაგან მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი დეტალურად შეისწავლის თითოეული სუბიექტის მიერ წარმოდგენილ მასალებს. შემდგომ გაიმართება შემოსული პოზიციების ზეპირი მოსმენა.