ბონის დასახლებაში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ოქტომბრიდან თვენახევრის განმავლობაში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, გოგოლისა და სერგი მესხის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.
როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემოვლითი გზით. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში სატრანსპორტო მოძრაობა, მონაკვეთების მიხედვით, ეტაპობრივად შეიზღუდება.
მერიის ცნობით, მაიაკოვსკის ქუჩის რეაბილიტაცია 2019 წლის ივნისში უნდა დასრულდეს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 4 703 999 ლარს შეადგენს.