ანაკლიის პორტთან მისასვლელი ინფრსტრუქტურის პროექტირებაზე ტენდერი ისევ ჩაიშალა

762

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი ინფრასტრუქტურის დაპროექტების და შემდგომში მშენებლობის ვადები კვლავ გაურკვეველია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული რიგით მესამე ტენდერი ისევ უშედეგოდ დასრულდა. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

ტენდერში 5 კომპანია მონაწილეობდა, თუმცა კომისიამ ყველა მათგანის დისკვალიფიკაცია მოახდინა. დეპარტამენტი უკვე თითქმის ერთი წელია ცდილობს გამოავლინოს კომპანია, რომელიც პორტთან მისასვლელ საავტომობილო გზასა და რკინიგზის ხაზს დააპროექტებს. ამ მიზნით 11 მილიონი ლარია გათვალისწინებული.