მთაწმინდის რაიონში ლერმონტოვის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასრულდა.
გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნული გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო. ამასთან, კაპიტალურად შეკეთდა და მოასფალტა საფეხმავლო ზონები, რომლის გასწვრივ ბაზალტის ახალი ბორდიური მოეწყო, ასევე, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციაც.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, სამუშაოების ფარგლებში, ჯამში 3 400 კვ.მ. გზის ფართობი რეაბილიტირდა.
შეგახსენებთ, რომ მთაწმინდის რაიონში 9 თვეში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 7 657 513 ლარი დაიხარჯა.