ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსს აშოტ რაისიანსა და ენმ-ის წევრებს თავს დაესხნენ. მისი თქმით, ენმ-ის წევრებს ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოანი ძმასთან ერთად ოფისში დაესხა თავს, როგორც რაისიანი ამბობს, მათ ხელკეტებით გაუსწორდნენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
შემთხვევის შემდეგ, საავადმყოფოში 4 დაშავებული თავის არეში მიყენებული დაზიანებებით გადაიყვანეს.
“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკი–ის 239 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით დაიწყო. რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.