ჩუღურეთის რაიონში, რამდენიმე მისამართზე, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

771

ჩუღურეთის რაიონში, რამდენიმე მისამართზე, კერძოდ არაგვისპირელის შესახვევში, გურგენიძის, ტაშირისა და მარჯანიშვილის ქუჩის N29 მიმდებარედ, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

გამგეობის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ამჟამად აღნიშნულ ქუჩებზე გზის დაზიანებული საფარის დემონტაჟი მიმდინარეობს, რის შემდეგაც, 2 500 კვადრატულ მეტრზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება.

ჩუღურეთის რაიონის დაკვეთით, სამუშაოებს შპს “პარმა“ აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ ჩუღურეთის რაიონში 9 თვეში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 8 893 622 ლარი დაიხარჯა.